Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„ჩვენ დავაბიჯებთ დედამიწაზე,მაგრამ გვებადება კი იმისი სურვილი,დავიხაროთ და გულდასმით დავათვალიეროთ ეს მიწა,დავათვალიეროთ ყველაფერი,რაც ჩვენს ფეხქვეშაა? არადა რომ დავხრილიყავით,ან კიდევ,უფრო მეტი,გავწოლილიყავით მიწაზე და დაგვეწყო მისი თვალიერება,მაშინ ყოველ გოჯზე ბევრ საინტერესო რასმე ვიპოვიდით.
განა საინტერესო არ არის გამხმარი ხავსი,რომელიც ზურმუხტოვან მტვერს აბნევს,ან მრავალძარღვას ყვავილი,ჯარისკაცის იასამნისფერ ჯიღას რომ მიაგავს? ან სადაფის ნიჟარის ნამსხვრევი,ისეთი პაწაწინა,რომ მისგან ჯიბის სარკეც კი არ გამოვა თოჯინასათვის,მაგრამ საკმაოდ დიდი,რომ უსასრულოდ იელვაროს და იბრწყინოს უამრავი ისეთი დაბინდული ფერებით,როგორითაც ალიონზე ანთია ზეცა.
განა მშვენიერი არ არის სურნელოვანი წვენით გაჟღენთილი ბალახის ყოველი ღერი,აკაციის თითოეული მფრინავი თესლი? მისგან ხომ უეჭველად მძლავრი ხე გაიზრდება.
უამრავ რაიმეს დავინახავთ საკუთარ ფეხქვეშ,თუკი არ დავზარდებით,დავიხრებით და გულდასმით დავათვალიერებთ მიწას!” – (ავტორი გენია.ჯი)