ძველ რომაული „სახელდახელო სალაშქრო ტრიბუნა”

ისევე,როგორც ძველი ბერძნები,ძველი რომაელებიც შესანიშნავი ორატორები იყვნენ და შესაბამისად,დიდ ყურადღებასაც აქცევდნენ ორატორულ ხელოვნებას. (ავტორი გენია.ჯი) ორატორობისათვის აუცილებელ ატრიბუტს – ტრიბუნას „მარადიული ქალაქის” მცხოვრებნი არა მხოლოდ იმპერიის საკანონმდებლო ორგანოში – სენატში,არამედ ბრძოლის ველზედაც კი იყენებდნენ.ამისათვის ისინი ჭრიდნენ მიწის დიდ ბელტებს,რომელთაც შემდგომ ერთმანეთზე აწყობდნენ.ასეთი სახის ტრიბუნის ირგვლივ,რომელსაც თავის მხრივ – „სახელდახელო სალაშქრო ტრიბუნად” მოიხსენიებდნენ,რომაელი ლეგიონერები იკრიბებოდნენ და ყურს უგდებდნენ მხედართმთავართა სიტყვით გამოსვლებს,როგორც ომის დაწყებისა და დასრულების შემდგომ,ასევე რაიმე სახის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესატყობადაც.თუმცა ხდებოდა სხვა სახის „სახელდახელო სალაშქრო ტრიბუნების” აგებაც.მაგალითად,დიდ რომაელ მხედართმთავარს – პომპეუსს ცნობისმოყვარეობის სწრაფად დაკმაყოფილების სურვილით შეპყრობილმა ჯარისკაცებმა სასაპალნე ცხენთა უნაგირები დააყარეს ერთმანეთს და ამ მეთოდით ააგეს – „სახელდახელო სალაშქრო ტრიბუნა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>