ნიკო ნიკოლაძე – „ეპიზოდი”
დიდმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ და ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთმა უახლოესმა თანამებრძოლმა – ნიკო ნიკოლაძემ (1843-1928 წლები) პეტერბურგში ცხოვრების პერიოდში გაიცნო ცნობილი რუსი ფილოსოფოს-მატერიალისტი და სწავლული – ნიკოლოზ ჩერნიშევსკი,რომელთანაც ბინაში ხშირად იკრიბებოდნენ არა მხოლოდ სახელოვანი რუსი მოაზროვნეები,არამედ პეტერბურგში მყოფი ქართველი სტუდენტებიც. (ავტორი გენია.ჯი) ერთობ მორიდებული ხასიათით გამორჩეული ნიკო,რომელიც დიდად აფასებდა ჩერნიშევსკის მსოფლმხედველობასა და შემოქმედებას,თავისუფალი დროის დიდ ნაწილს სწორედ მის ბინაში ატარებდა ხოლმე.
მანამდე კი…
ერთხელ ჩერნიშევსკის ოჯახში ქართველი სტუდენტები მაგიდას უსხდნენ და ჩაის სვამდნენ.მათ შორის იმყოფებოდა ნიკო ნიკოლაძეც,რომელიც პირველად სტუმრობდა ამ მეტად სტუმართმოყვარე ოჯახს.რამდენიმე ხანში ოჯახში ნიკოლოზიც დაბრუნდა და როდესაც ოთახში შევიდა,სტუმრებს გულითადად მიესალმა.ნიკოლოზის მშვენიერმა თანამეცხედრემ – ოლგა სოკრატეს ასულმა ვასილევამ მეუღლეს ახალგაზრდა ნიკო წარუდგინა და იგი შემდეგი სიტყვებით გააცნო -„ამ ყმაწვილის ძალიან მადლიერი უნდა იყოთ და განსაკუთრებით უნდა გიყვარდეთო”.ოლგას უჩვეულო წინადადებამ არა მხოლოდ ნიკოლოზი,არამედ ნიკოლაძეც გააოცა.
- რატომ?” – გაიკვირვა ჩერნიშევსკიმ.
- იმიტომ,რომ ეს ერთადერთი კავკასიელია,რომელიც მე არ მეარშიყება. – უპასუხა ოლგამ ქმარს და გულიანად გაიცინა. – (ავტორი გენია.ჯი)
ნიკოლოზ ჩერნიშევსკი