ტარას შევჩენკო – „ეპიზოდი”
სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ დიდ უკრაინელ პოეტს,მხატვარსა და ჰუმანისტს - ტარას შევჩენკოს (1814-1861 წლები) სიცოცხლის უკანასკნელი ეტაპის გავლა,ისევე როგორც სხვა მრავალ სახელოვან ადამიანს,ყოვლად მოუწობელ პატარა ბინაში მოუხდა.მისი ოთახი ხშირად არეულ-დარეული გახლდათ და ამაში ბრალი თავად შევჩენკოს მიუძღოდა,რომელიც კატეგორიულად უკრძალავდა მოხუც მსახურს თავისი ოთახის დალაგებას. (ავტორი გენია.ჯი) ის არავის აძლევდა უფლებას მიჰკარებოდნენ პოეტის საგრავიურო დაფებს,საჭრისებს,ხელნაწერებს და გრავიურების ამოსაწვავი მჟავებით სავსე ბოთლებს.მაგიდაზე მუდამ ეყარა მონისტო,ფერადი უკრაინული მძივები,საწოლის თავთან კი სამშობლოდან სანკტ-პეტერბურგში გადახვეწილ პატრიოტს კედელზე უკრაინული ბალახების,გამხმარი მარიამსაკმელას,მიწის სუროსა და აბზინდას დამტვერილი კონები ეკიდა.
პოეტს სიბერე კარზე მიადგა.გაჩნდა სურვილი სამშობლოში დაბრუნებისა და პატარა სუფთა ქოხში დასახლებისა,მაგრამ…
პეტერბურგში მყოფ დასნეულებულ შევჩენკოს ხშირად უთქვამს – „აი,სამშობლოში რომ წამიყვანა,უკრაინაში,ალბათ მოვიკეთებდიო”,თუმცა წყალმანკისაგან დასივებულ და განაწამებ კაცს ბედის უკუღმართობამ ეს სიცოცხლეში არ აღირსა.
1861 წლის 26 თებერვალს მოხუც მსახურს უხმო და სახლის დალაგება სთხოვა.თვითონ კი თავის სახელოსნოში შევიდა.მოულოდნელად იგი შედგა,ერთი შეჰყვირა და ზღურბლზე დაეცა.
იმ დილით ტარას შევჩენკოს საყვარელ უკრაინაში მზე შავად ამოვიდა. – (ავტორი გენია.ჯი)