იცით თუ არა,რომ
1. მეფის რუსეთის არმიაში მოქმედი შიდა-განაწესით,ურჩ ჯარისკაცებს მორჩილი ჯარისკაცების მწყობრში ატარებდნენ,რა დროსაც შიშველ ტანზე უმოწყალოდ სცემდნენ წყალში დამბალი ტირიფის წკეპლებით.ასეთი სახით ურჩი ჯარისკაცების დასჯას – „მწვანე ქუჩაზე გავლად” მოიხსენიებდნენ „ხატოვნად” მეთაურები. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ფრიგიული ღვთაებების – კიბელესა და ატისის ქურუმი ქალები თავიანთ თავს – „მეტრაგუსტაის” უწოდებდნენ,რაც – „გლახაკ დედებს” აღნიშნავდა.ისინი სოფლიდან სოფელში ვირით დაატარებდნენ ქალღმერთის გამოსახულებას და მოწყალებას თხოულობდნენ.
* * *
3. ურალის მთების სიახლოვეს განთავსებული ქალაქ ორსკის ირგვლივ მდებარე მკვდარი ტრამალების მომთაბარე ხალხები არაყს,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, – აქლემის მატყლისაგან ამზადებენ.
* * *
4. იმ ფორმით,რომლითაც ყურანმა ჩვენამდე მოაღწია,იგი შედგება განსხვავებული ზომისა და სხვადასხვაგვარი ლიტერატურული სტილის 114 სურისგან (ანუ თავისგან).მათგან ყველაზე დიდი ზომის სურა შედგება 286 ოსტატურად გარითმული და პოეტურად ჟღერადი ლექსისაგან.ყველაზე მოკლე კი გახლავთ – 103-ე,108-ე და 110-ე სურები,რომლებიც მხოლოდ სამ-სამი ლექსისაგან შედგებიან და მუჰამედის წინასწარმეტყველების ყველაზე უფრო ძველ პერიოდს განეკუთვნებიან.
* * *
5. მას შემდეგ,რაც დიდმა რუსმა მხატვარმა – ორესტ კიპრენსკიმ პირველად იხილა შვეიცარიის ალპების უსაზღვრო სილამაზე,აღფრთოვანებულმა წამოიძახა:„ – როგორც იქნა ვეღირსე მენახა მთები,რომელთაც ღმერთმა მუდმივი ყინულეთი მიუსაჯაო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. 1123 წელს მსოფლიო საეკლესიო კრებამ ( I ლიტერანის) სამღვდელობისათვის პირველად დააკანონა დაქორწინების აკრძალვა.
* * *
7. სახელოვანი ძველი რომაელი პოეტი-ეპიგრამატისტი – მარკუს ვალერიუს მარციალე (40-104 წლები) მუდმიად ამაყობდა და ტრაბახობდა იმით,რომ მის საკუთრებაში მყოფი 19 წლის მონა – დემეტრე მონობიდან გაანთავისუფლა.თუმცა-კი კრინტს არ ძრავდა იმის შესახებ,რომ მან ჭაბუკი მხოლოდ მაშინ გაანთავისუფლა,როდესაც აუტანელი პირობებისა და შრომისაგან სიკვდილის პირას მიიყვანა.
* * *
8. დასავლეთ ევროპაში არსებული მდინარე რაინის შესახებ,რომელიც სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად გერმანიაშიც მიედნება და რომელშიც სამრეწველო საწარმოთა უამრავი ნარჩენი ჩაედინება,გერმანელები ამბობენ: „რაინი გერმანიის სანაგვე ყუთიაო”.
* * *
9. „როდესაც მთავრობა კარგავს ხალხის ნდობას და არ უთმობს მას ძალაუფლებას, – იგი მხოლოდ პოლიტიკურ პარტიად იქცევაო”, – წერდა გამოჩენილი რუსი მწერალი – მაქსიმ გორკი.
* * *
10. 21 წლის ასაკში მყოფი არმან ჟან დიუპლესი დე რიშელიე (კარდინალი რიშელიე) 1607 წლის 21 აპრილს ეკურთხა მღვდლად და სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მისი დიდებული კარიერა. – (ავტორი გენია.ჯი)