კონფუცის კერძო სკოლის შესახებ…

გენიალურმა ჩინელმა ფილოსოფოსმა და მოაზროვნემ - კონფუციმ (დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 551-479 წლები) ჯერ კიდევ სულ რაღაც ოცდაორი წლის ასაკში მყოფმა დაარსა კერძო სკოლა,სადაც რამდენიმე გადმოცემის თანახმად – 3 000 მოწაფე სწავლობდა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ მათგან თავი განსაკუთრებით სამოცდათორმეტმა მათგანმა გამოიჩინა (ისინი მოგვიანებით კონფუციანებმა „წმინდანებად” შერაცხეს).ჩინელი ფილოსოფოსი,რომელიც პირველ რიგში სწორი ყოფაქცევისა და კარგი მმართველობის საკუთარ პრინციპებს ქადაგებდა,თავის მოწაფეებთან ერთად ხშირად მოგზაურობდა ქალაქიდან ქალაქში.საყურადღებოა ის გარემოება,რომ კონფუცის მიერ დაარსებულ სკოლაში სწავლა უფასოდ არ მიმდინარეობდა.თავის მხრივ კი,დაწესებულ გადასახადს მეტად უცნაური ფორმა გააჩნდა: „ანაზღაურების” გამომხატველი უძველესი ჩინური იეროგლიფი ირწმუნება,რომ კონფუცის სკოლაში სწავლის წლიური საფასური – ათ ნაჭერ კახაჯის შეადგენდა (კახაჯი წარმოადგენს დამარილებული ცხენის ან ძროხის ხორცს).ის მოწაფეები,რომლებიც გადასახადს ვერ იხდიდნენ ან მეტისმეტად უვიცნი იყვნენ,უფლება ეძლეოდათ შეკრებილიყვნენ სკოლის შიდა ეზოში,სადაც მასწავლებელი მათ მეცადინეობას უტარებდა.ასეთ მოსწავლეებს კი თავის მხრივ,- „მოწაფეები კარზე” სახელით მოიხსენიებდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>