მარკუს ტულიუს ციცერონის შესახებ…
პირველ ციცერონს თურმე ცხვირის წვერზე ცერცვის ნაჩვრეტის მსგავსი პაწაწინა ნაპობი ჰქონია,რის გამოც მისთვის – „ციცერონი”,ანუ ლათინურიდან რომ ვთარგმნოთ, – „ცერცვი” უწოდებიათ მეტსახელად. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ ეს შერქმეული მეტსახელი პირველი ციცერონის ჩამომავლებს დიდი სიყვარულით შეუთვისებიათ.ამავე გვარის წარმომადგენელი გახლდათ ანტიკური კულტურისა და რომაული ფილოსოფიური და რიტორიკული პროზის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი – მარკუს ტულიუს ციცერონიც (ძვ.წ.აღ-ით 106-43 წლები).მაშინ,როდესაც ციცერონმა პირელად შედგა ფეხი პოლიტიკურ სარბიელზე და თანამდეობრივად სწრაფვა დაიწყო,მეგობრებმა ურჩიეს ძველი მეტსახელი (ციცერონი) თავიდან მოეშორებინა და ახლით შეეცვალა.თუმცა მარკუს ამ დროს ამაყად დაუკვეხნია: „ყოველნაირად ვეცდები ციცერონის სახელი სკავრუსებისა (ფეხმოჩართული) და კატულუსების (ლეკვი) სახელებზე უფრო სანაქებო გავხადოო”.
ცნობილია ისიც,რომ სევილიაში კვესტორად ყოფნის ჟამს ციცერონმა ღმერთებს ერთი ვერცხლის თასი შესწირა და ზედ თავის სახელთაგან მხოლოდ პირველი ორი – მარკუსი და ტულიუსი დააწერა; მათ გვერდით კი მესამე სახელის ნაცვლად ოსტატს ხუმრობით ცერცვი ამოაჭრევინა.
აგებულებით სუსტ და გამხდარ კაცს,რომელსაც ხშირად აწუხებდა კუჭის ტკივილები,ხმა მეტად ძლიერი და კარგი,თუმცა ტლანქი და დაუხვეწელი ჰქონია. (ავტორი გენია.ჯი) მგზნებარე,დაძაბული სიტყვის წარმოთქმისას მუდამ ისე მაღლა უწევდა ხმას,რომ მის ჯანმრთელობას ეს ერთგვარ საფრთხეს უქმნიდაო.პლატონის გადმოცემის თანახმად,ციცერონი ბუნებით ცოდნისმოყვარე და ფილოსოფიისადმი მიდრეკილი ყოფილა.თაყვანს სცემდა ნებისმიერ მეცნიერებას.თუმცა ყველაზე უფრო ხალისით მაინც პოეზიისაკენ მიისწრაფოდა (პოეტურ ხელოვნებას აზიარა რომის მოქალაქე დიდმა ძველმა ბერძენმა პოეტმა – ავლუს ლიცინიუს არქიამ).ციცერონმა ყრმობაში დაწერა პატარა პოემა,სახელწოდებით – „პონტიუს გლავკუსი”,რომლისგანაც დღემდე მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი.
„ყოველნაირად ვეცდები ციცერონის სახელი სკავრუსებისა და კატულუსების სახელებზე უფრო სანაქებო გავხადოო”. – ახალგაზრდული სიამაყით დაუკვეხნია ოდესღაც მარკუს ტულიუს ციცერონს… – (ავტორი გენია.ჯი)