ეგზიუპერის მიერ კონსუელოსადმი მიძღვნილი „სახუმარო ლოცვა”
ცნობილია,რომ დიდ ფრანგ მწერალს,პოეტსა და ესეისტს – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერს (1900-1944 წლები) ძალიან ბევრი უსიამოვნება შეამთხვია სალვადორელი მეუღლის – კონსუელოს მეტად უხიაგმა ხასიათმა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,ანტუანს ცოლი მაინც სიგიჟემდე უყვარდა,რაც ასახა კიდეც მის მიერვე სპეციალურად კონსუელოსათვის დაწერილ ერთგვარ სახუმარო ლოცვაში:
„ღმერთო,არა ღირს ჩემთვის თავის შეწუხება.ოღონდ დამტოვე ისეთი,როგორიცა ვარ.მე პატივმოყვარე ვჩანვარ წვრილმანებში,მაგრამ სერიოზულ ამბებში თავმდაბალი გახლავარ.წვრილმანებში ეგოისტად გამოვიყურები,მაგრამ სერიოზულ შემთხვევებში მე შემიძლია შევწირო ყველაფერი,სიცოცხლეც კი.წვრილმანებში მე უპატიოსნო ვჩანვარ,მაგრამ მხოლოდ მაშინ ვგრძნობ თავს ბედნიერად,როცა წმინდა ვარ.
ღმერთო,მქენი ისეთი,როგორსაც ჩემი ქმარი მხედავს ნიადაგ.
ღმერთო,ღმერთო,დაიხსენი ჩემი ქმარი,რამეთუ ნამდვილად ვუყვარვარ და უიმისოდ ობლად დავრჩები.მაგრამ ჰქრნი ისე,ღმერთო,რომ ის მოკვდეს პირველი.მართალია,ის ძლიერი და აუღელვებელი ჩანს,მაგრამ სინამდვილეში საკმარისია მე არ ვიხმაურო,რომ შიშმა მოიცვას.
ღმერთო,უპირველეს ყოვლისა,დაიხსენი ის შიშისაგან.ჰქენი ისე,რომ ყოველთვის ვიხმაურო სახლში,თუნდაც დროდადრო შემომატყდეს კიდეც რაიმე – დამეხმარე,ვუერთგულო ჩემს ქმარს და არ შევხვდე ხოლმე იმათ,ვინც ეზიზღება და ვისაც სძულს.ეს აუბედურებს ჩემს ქმარს,იმიტომ,რომ მე მისი სიცოცხლე ვარ,ღმერთო,ჰფარვიდე ჩვენს სახლს. ამინ!” – (ავტორი გენია.ჯი)
კონსუელო სუნსინ-სანდოვალ-სესენია