„ახია ჩვენზე!”

„ეშინიათ,ეშინიათ ყაზბეგისა.იმიტომ რომ,ყაზბეგმა სიმართლე იცოდა.სიმართლის მცოდნენი კი სახიფათონი არიან.ჩვენთვისაც მოკვდავებისათვის,რადგან ძილს გვიფრთხობენ,ლუკმას გვიმწარებენ და არ გვაცლიან მშვიდად განვლიოთ დღენი,სამადლოდ რომ მოუგდია ღმერთს ჩვენთვის.ქართველთა ომერი დავარქვით,მაგრამ საქმე ისე გავუხადეთ,საგიჟეთში ამოყო თავი.ომერი კი არა,ჰომეროსი,ჰო-მე-რო-სი.ქართული ჰაე უნდა თავში,ბატონებო.ხოლო იმ დღეს,როცა ქართველთა ომერმა შეშლილთა შორის სული განუტევა,მთელი თბილი მუშტაიდისკენ მიისწრაფვოდა,არნახული,გაუგონარი სასწაულის სანახავად.იმ დღეს,ჰაეროსტატით ვირი უნდა აეყვანათ ცაში, და აბა,რა გასაკვირია,თავიანთი მწერალი რომ დავიწყებოდათ,მცოდნე სიმართლისა,სიღრმის მხილველი და ამიტომაც უცხო,მიუღებელი,გაუგებარი თავისი თანამედროვეებისთვის.მაგრამ ბოლოს მაინც თავად მოტყუვდნენ.თავად დარჩნენ პირში ჩალაგამოვლებულნი,რადგან იმ დღეს ვირი კი არ აფრინდა ცაში,არამედ ყაზბეგის სული მიეახლა უფალს.ხოლო ვირი მიწაზე დარჩა,ჩვენთან,ჩვენს შორის.ვირსა ვართ ახლა ყველა მიჩერებულნი,ვირის ჭკუაზე დავდივართ და ახია ჩვენთვის.ვინც თავისი ფასი არ იცის,არც არაფერს იმსახურებს კარგს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>