ედგარ ალან პო – „თაღლითობაც ზუსტი მეცნიერებაა”

„თაღლითობა,ანუ ის,რაც ამ მცნებაშია ნაგულისხმები,უკავშირდება ზმნას „თაღლითობს”, და ეს ამბავი ყველამ იცის.მაგრამ ისიცაა ცნობილი,ძნელია განსაზღვრა ამოქმედებული თაღლითობისა.თუმცა კი,მგონია,შეგვიძლია გარკვეული ნათელი მოვფინოთ ამ საკითხს,თაღლითობას კი ნუღარ ჩავუღრმავდებით,სჯობს გამოვიკვლიოთ თავად ადამიანი,როგორც თაღლითი ცხოველი. (ავტორი გენია.ჯი) პლატონი რომ მიმხვდარიყო ამას,მაშინ აღარ მოუხდებოდა შეურაცხყოფის მოსმენა გაბდღვნილი წიწილის გამო.

სრულიად სწორადაც ჰკითხეს მაშინ პლატონს,თუკი გაბდღვნილი წიწილა მართლაცდა არის არსება „ნაკრტენ გაცლილი,ორფეხა”,მაშინ,მისი განსაზღვრების კვალობაზე,იგი ადამიანი უნდა იყოს,ხომ ასეა? მაგრამ ასეთი შეკითხვებით მე ფერს ვერავინ მაცვლევიებს.ადამიანი არის ცხოველი,რომელიც თაღლითობს და გარდამ ადამიანისა ვერც ერთი ცხოველი ვერ ითაღლითებს.ასეა და ასე იქნება,თუნდაც გაბდღვნილი წიწილების მთელი საქათმე მოიშველიონ.

თაღლითობის მთელი არის,ძირისძირის სათავე წარმოგვიდგება იმ არსებათა სახით,რომლებსაც კოსტიუმები აცვიათ.ყვავი ქურდობს; მელია ეშმაკობს,სინდიოფალა მზაკვრობს,ადამიანი კი თაღლითობს.თაღლითობა და ადამიანი ერთია.„ადამიანი ცრემლებისთვის გაჩენილაო”,უთქვამს ერთ პოეტს.მაგრამ ეს არ არის მართლაი,ადამიანი თაღლითობისთვისაა გაჩენილი.სწორედ ესაა მისი მიზანი,მისი ცხოვრების საგანი,მისი ბოლო.ამიტომ ამბობენ თაღლით კაცზე,არაფერი ეშველება,წყალწაღებულია”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>