ემბატერიები
ძველ-ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფო – ლაკედემონის მცხოვრებთ განსაკუთრებით იტაცებდა მხედრული სულისკვეთებით გაჟღენთილი სიმღერები. (ავტორი გენია.ჯი) მესტრიუს პლუტარქეს გადმოცემის თანახმად,სპარტელთა მხედრული სიმღერები,რომელთაც - „ემბატერიები” ეწოდებოდათ,ფლეიტების თანხლებით სრულდებოდა.ისინი ამ მეომარ ხალხს არა მხოლოდ დიდ სიმხნევეს მატებდა,არამედ ქება-დიდებასაც ასხამდა სამშობლოსათვის დაღუპულთა ბედნიერ ხვედრს და ჰკილავდა ლაჩრებს.სიმხნევის შემმატებელი და ბრძოლისაკენ მომწოდებელი ემბატერიების ყველაზე სახელმოხვეჭილი ავტორი გახლდათ ძვ.წ.აღ-ით VII საუკუნის ცნობილი ძველ ბერძენი პოეტი და მწერალი – ტირტეოსი. – (ავტორი გენია.ჯი)