ნიკოლა ტესლა – „ეპიზოდი”
„ქალი ყველაზე მსხვილი მძარცველია ადამიანის სულიერი ენერგიისაო”, – წერდა სერბული წარმომავლობის მქონე გენიალური ამერიკელი ფიზიკოსი და გამომგონებელი – ნიკოლა ტესლა (1856-1943 წლები). (ავტორი გენია.ჯი) მეტად უცნაური თვისებებით დაჯილდოებული (ქუჩაში სეირნობისას ყველასათვის მოულოდნელად არაერთხელ გაუკეთებია სალტო) ნიკოლა ტესლას მოსაზრებით,ცოლის შერთვა მუსიკოსებისა და მწერლებისთვის იყო დასაშვები,რადგან ეს მოვლენა მათში ხელს უწყობდა შთაგონების შემოდინებას.სწავლულებს კი,რომელთაც მთელი თავიანთი ცოდნა მეცნიერების განვითარების სამსხვერპლოზე უნდა მიეტანათ,ცოლის შერთვის შემთხვევაში ამის შანსი ნაკლებად ეძლეოდათ. და აკი ისე აღესრულა „ელვის მბრძანებლად” წოდებული მეცნიერი,რომ არც არასოდეს შეურთავს ცოლი,არ ჰყოლია შვილები და არც ინტიმურ ურთიერთობაში ყოფილა შემჩნეული ვინმესთან.ტესლას ბიოგრაფებს თუ ვერწმუნებით,მას თავისი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ მანდილოსანთან,სახელოვან ფრანგ მსახიობ ქალთან – სარა ბერნართან გააჩნდა სასიყვარულო ურთიერთობა,თუმცა-კი ისიც – „პლატონური”. – (ავტორი გენია.ჯი)