ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი – „რაკი ჩემიანებისგან განუყოფელი ვარ…”
„რაკი ჩემიანებისგან განუყოფელი ვარ,რაც არ უნდა ჩაიდინონ,მაინც არასოდეს განვუდგები.არასოდეს გავკიცხავ გარეშე პირთა წინაშე.თუკი შევძლებ ვიკისრო მათი დაცვა,კიდეც დავიცავ.შემარცხვენენ? - ამ სირცხვილს გულში ჩავიკლავ და კრინტსაც არ დავძრავ.რაც არ უნდა გავიფიქრო მათ შესახებ,ბრალდების მოწმე მაინც არასოდეს გავხდები…
აი რატომ არ ვიცილებ პასუხისმგებლობას დამარცხებისათვის,რის გამოც მრავალჯერ ჩავთვლი თავს დამცირებულად.საფრანგეთისგან განუყოფელი ვარ.საფრანგეთმა აღზარდა რენუარები,პასკალები,პასტერები,გიიომენნი და ოდეშენნი.მან ყეყეჩებიც,პოლიტიკანებიც,გაიძვერებიც აღზარდა.მაგრამ ძალზე მოსახერხებლად მიმაჩნია გამოვუცხადო სოლიდარობა ერთ ჯგუფს და უარვყო ყოველგვარი ნათესაობა სხვებთან.
დამარცხებას განხეთქილება მოსდევს.დამარცხება ამსხვრევს შექმნილ ერთიანობას.სიკვდილით გვემუქრება: მე არ შევუწყობ ხელს ამ განხეთქილებას,რითაც შემეძლო განადგურების მთელი პასუხისმგებლობა იმ ჩემი თანამემამულეებისათვის დამეკისრებინა,რომლებიც სულ სხვაგვარად ფიქრობენ,ვიდრე მე.ამგვარი კამათი უმსაჯულებოდ ვერსად გაგვიყვანს.ჩვენ ყველანი დამარცხებულები ვიყავით…” – (ავტორი გენია.ჯი)