ვოლტერის შესახებ…

გენიალური ფრანგი მწერალი,ფილოსოფოსი და განმანათლებელი – ფრასუა მარი არუე (1694-1778 წლები),იგივე – ვოლტერი,თვრამეტი წლის ასაკში ვარაუდობდა,რომ – უდიდეს ტრაგიკოსად გაიხსენებდნენ,ოცდაათისას სწამდა,რომ მას,როგორც დიდ ისტორიკოსს,ისე მოიგონებდნენ,ხოლო ორმოცი წლის ასაკში დაასკვნა,რომ – დიდ ეპიკოს პოეტს უწოდებდნენ.(ავტორი გენია.ჯი) საბოლოო ჯამში კი ვოლტერმა სამოცდაცამეტი წლის ასაკში დაწერა – „გულმართალი”; სამოცდათოთხმეტისამ – „კაცი ორმოცი ეკიუთი”; იმავე ასაკში – „ბაბილონელი პრინცესა”; ოთხმოცს გადაცილებულმა კი – „გრაფ დე ჩესტერფილდის ყურები”,„ცალთვალა მეკავე” და სხვა პატარ-პატარა მოთხრობები… ლიტერატურულ ასპარეზზე ახლად ფეხშებიჯებულ ვოლტერს ახლობლები აიძულებდნენ,რომ მისი ქმნილებები ხმამაღლა წაეკითხა. და ისიც კითხულობდა კარგი მსახიობივით.ბოლოს მას მეგობრებმა სთხოვეს გამოექვეყნებინა ისინი.მწერალი დიდხანს უარზე იდგა.ამბობდა,საზოგადოების გასართობად დაწერილი ეს პატარ-პატარა ამბები დიდ ყურადღებას არ იმსახურებენო.მიუხედავად ამისა,მან მეგობრების აზრი მაინც გაითვალისწინა და სახელიც მოიხვეჭა.თუმცა-კი იეზუიტების მიერ აღზრდილმა ვოლტერმა,რომელთაგანაც მან თავის დროზე შეისისხლხორცა სტილის ელეგანტურობა და აზრის სიმტკიცე,მოგვიანებით,სწორედ უახლოესი მეგობრისაგან მიიღო უდიდესი დარტყმაც: ფრანსუას მუზამ და საყვარელმა ქალმა – მადამ დიუ შატლემ ვოლტერს მის საუკეთესო მეგობართან – სენტ-ლამბერთან უღალატა (მოგვიანებით დაორსულდა და მშობიარობას გადაჰყვა). – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>