ჟან-ჟაკ რუსოს შესახებ…
„ვერავინ აღწერს ცხოვრებას თვითონ მასზე უკეთ. მისი შინაგანი მდგომარეობა, მისი ნაღდი ცხოვრება მხოლოდ მისთვის არის ცნობილი, მაგრამ აღწერისას მალავს მას: ცხოვრების დახატვით თვითგამართლებას ეწევა და საკუთარ თავს გვაჩვენებს ისეთად, როგორიც თვითონ სურდა ყოფილიყო და არა, როგორიც სინამდვილეშია.ყველაზე გულახდილი ხალხი განსაკუთრებით მართალია მაშინ, როცა ლაპარაკობს, მაგრამ ცრუობს მაშინ, როცა ჩუმდება. და ის, რასაც ეს ხალხი მალავს, ბოლოს იმის მნიშვნელობას ცვლის, რაც ასე პირფერულად თვითონვე აღიარა. სიმართლის მხოლოდ ერთი ნაწილის აღიარებით სინამდვილეში არაფერს ამბობს”. – წერდა აღორძინების ეპოქის გენიალური ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი და მოაზროვნე - ჟან-ჟაკ რუსო (1712-1778 წლები). (ავტორი გენია.ჯი) როგორც უგანათლებულესმა პიროვნებამ და სიკეთის მეგობარმა, მან უმალვე დაიპყრო პარიზი. თუმცა, ყალბი სიამოვნების მოწინააღმდეგემ ნორჩი ქალწული შეაცდინა; და ბოლოს, შვილების აღზრდაზე სახელგანთქმული ტრაქტატის ავტორმა უარი განაცხადა. მან ყველა თავისი შვილი ბავშვთა თავშესაფარს მიაბარა. ყოველივე ამან რუსოს მტრებს მძლავრი იარაღი ჩაუგდო ხელში. რუსოს უწუნებდნენ რელიგიისადმი დამოკიდებულებასაც: რა იყო ქრისტიანობა რუსოსათვის, როცა თვითონ ხან ამ, ხან იმ რელიგიას მისდევდა! ჯერ პროტესტანტი, შემდეგ კათოლიკე, მერე ისევ პროტესტანტი. ჟან-ჟაკის რელიგიისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ მის წინააღმდეგ აამხედრა იეზუიტებიცა და პასტორებიც.
„პირადად მე, ყველას გასაგონად უშიშრად ვაცხადებ, რომ ყოველი მათგანი, ვისაც არც კი წაუკითხავს ჩემი ნაწარმოებები, და საკუთარი თვალით განიხილავს ჩემს ზნეს, ხასიათს, ცხოვრებას, ჩემს გატაცებებს, სიამოვნებებს, ჩვეულებებს და შეუძლია ირწმუნოს ჩემი უპატიოსნობა, თვითონ ყოფილა სახრჩობელას ღირსი!” – ასეთი რამ განაცხადა სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე რუსომ… – (ავტორი გენია.ჯი)