„დამაკვირდი”

1. „ყოველი ქალი,რომელიც დათანხმდება ზნედაცემულ მამაკაცთან ნაცნობობას,მისი მსხვერპლი ხდება.ყოველი დედა,რომელიც უფლებას აძლევს თავის ქალიშვილს მეტი ნდობა გამოუცხადოს რომელიმე სხვა ქალს,ვიდრე თვითონ მას,უკეთეს შემთხვევაში,გაუფრთხილებელ ნაბიჯს დგამს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. „შეცნობილი ბოროტება ფარულ ბოროტებაზე ნაკლებად შემზარავია და ადვილად იკურნება”.

* * *

3. „დრო – ყველაზე ნამუსიანი კრიტიკოსია!”

* * *

4. „იმ გაბედული საქმოსნებისათვის,რომლებიც მარჯვედ აღწევენ მიზნებს,მხოლოდ ერთი სასჯელი არსებობს – ირგვლივ მყოფთა სიძულვილი.კარგი ადამიანებისათვის,სიკეთის გამო თავს რომ არიდებენ სარფიან საქმეს,მხოლოდ ერთი ჯილდოა – ირგვლივ მყოფთა პატივისცემა”.

* * *

4. „ის,ვინც ანგარიშს არ უწევს ჭეშმარიტად არსებულ ვითარებას,კატასტროფამდე მივა”.

* * *

5. „ყველაზე მეტად ადამიანების ღვარძლი კი არა,მათი სიტუტუცეები გვკლავს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. „ბედნიერია ის ორი მეგობარი,რომელთაც საკმაოდ უყვართ ერთმანეთი,საკმაოდ ესმით ერთმანეთისა და  საკმარისად მონათესავენიც არიან,ფიქრობენ და გრძნობენ საკმარისად ერთნაირად, და ყოველი მათგანი,თავისთვის – მეორისათვის საკმაოდ მახლობელია, და ისინი საკმარისად ერთნაირები არიან,რათა შეძლონ ერთად დუმილი”.

* * *

7. „საქმიანობის უპირველესი კანონია – დისციპლინა”.

* * *

8. „საზარელია,დასტკბე ვისიმე ტანჯვა-წვალებით,ვინც არ უნდა იყოს ის,კათოლიკე,თუნდ ერეტიკოსი!”

* * *

9. „სიფიცხე და სიმხდალე,როგორც წესი,ხშირად ხდებიან განუკითხავი რისხვისა და ბოროტების საფუძვლები”.

* * *

10. „სიბრიყვეა ხალხს ასწავლო ის,რასაც სიკეთედ არ სთვლი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>