მარსელ პრუსტი – „ეპიზოდი”
1922 წლის 18 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში აღესრულა მოდერნიზმის მამამთავრად წოდებული დიდი ფრანგი მწერალი და კრიტიკოსი - ვალენტენ ლუი ჟორჟ ეჟენ მარსელ პრუსტი.ფილტვების ანთებით დასნეულებულმა და სიკვდილის სარეცელზე მყოფმა დეკადენტური რომანის ფუძემდებელმა,რომელმაც კატეგორიული უარი განუცხადა ექიმებს მკურნალობაზე,გარდაცვალების წინ რვეული მოითხოვა,რომლის ბოლო ფურცელზეც შემდეგი სიტყვა დააწერა: „დასასრული”. – (ავტორი გენია.ჯი)