რომენ როლანი – „ეპიზოდი”
გერმანელ ნაცისტთა მიერ საფრანგეთის ოკუპაციამ უკიდურესად აღაშფოთა სახელოვანი ფრანგი მწერალი და გულმხურვალე მამულიშვილი - რომენ როლანი (1866-1944 წლები). (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ოკუპაციისა,როლანი მაინც იმედოვნებდა,რომ სახელოვანი გერმანელები დაგმობდნენ ამ ფაქტს და იმედით ელოდა მათ ზნეობრივ გამოხმაურებას.მცირეოდენი გამონაკლისების გარდა სახელოვანი გერმანელები – დუმდნენ.რომენს მოთმინების ფიალა მხოლოდ მაშინ გაუწყდა,როდესაც გერმანელებმა ფერფლად აქციეს კულტურის ცენტრად წოდებული ფრანდრიული ქალაქი – ლუვენი.სწორედ ამ დროს გაგზავნა მან გერმანიაში ნობიელიანტ გერმანელ დრამატურგ – გერჰარდტ ჰაუპტმანთან წერილი,რომელშიც ვკითხულობთ:
„მე ის ფრანგი როდი ვარ,გერმანიას ბარბაროსად რომ თვლის.მე ვიცნობ თქვენი ძლიერი რასის გონებრივ და ზნეობრივ სიდიადეს… მე არ გისაყვედურებთ ჩვენი გლოვის გამო.თქვენი გლოვაც არანაკლები იქნება.საფრანგეთს დაანგრევენ? იგივე მოუვა გერმანიასაც.თქვენ ბომბავთ მალინს,წვავთ რუბენსს.ლუვენი სხვა არაფერია,თუ არა გროვა ფერფლისა… მაგრამ ვინ ხართ თქვენ? ვისი ბადიშები – გოეთესი თუ ატილასი?.. ველი თქვენს პასუხს,პასუხს,რომელიც მოქმედება უნდა იყოს”.
პასუხად როლანმა გერმანული ინტელიგენციისაგან მეტად მკვახე გამოსვლები იხილა.- (ავტორი გენია.ჯი)