კონსტანტინე I დიდის შესახებ…
მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მოციქულთასწორად შერაცხილი რომის იმპერიის ერთმმართველი მბრძანებელი – კონსტანტინე I დიდი (272-337 წლები) ფრთხილი და უაღრესად ანგარიშიანი პოლიტიკოსი იყო. (ავტორი გენია.ჯი) იგი არაფერს ერიდებოდა პირადი ხელისუფლების ამაღლებისა და განმტკიცებისათვის ბრძოლის გზაზე.მისი ხელმწიფობის ჟამს მთელი სახელმწიფოს ბიუროკრატიული მმართველობა თავს იყრიდა იმპერატორის უშუალო მბრძანებლობის ქვეშ მყოფ უმაღლეს საბჭოში,ანუ – კონსისტორიუმში.კონსტანტინე ხშირად ამბობდა – „იმპერატორობის მოპოვება ბედის საქმეა,მაგრამ ვინც ბედისწერის ძალამ მბრძანებლად დასვა,იგი კიდევაც უნდა ცდილობდეს უმაღლესი ძალაუფლების ღირსი შეიქმნესო”.მასში სისასტიკე და გულქვაობა ყოველთვის სძლევდნენ სულგრძელობასა და გულმოწყალებას.გალიაში ლაშქრობისას მისი ბრძანებით ამფითეატრში ტყვეებს მასობრივად აგლეჯინებდნენ მხეცებს.გარდა ამისა,მას სიმამრისა და სიძეების სისხლშიც ჰქონდა ხელები გასვრილი; სავსებით უდანაშაულოდ მოაკვლევინა ლიცინიუსის თერთმეტი წლის ვაჟი.ის კი არა და,გულღრძო ხელმწიფემ საკუთარი შვილი,მამაცი და კეთილშობილი – კრისპუსიც კი არ დაინდო და ისიც მოაკვლევინა.„ნამდვილ ქრისტიანად” ქცეული იმპერატორის სიტყვები ნათლისღების დასასრულს იყო: „ახლა გაჰქრა ყოველგვარი ორაზროვნება”.ამ სიტყვებში კი არა მხოლოდ მისი რელიგიური ყოყმანი,არამედ მთელი მისი ცხოვრების შემაჯამებელი მოღვაწეობა იგულისხმება. – (ავტორი გენია.ჯი)