ფლავიუს ვალენტინიანე I – „ეპიზოდი”
მაშინ,როდესაც რომის იმპერიის მთავარი მოსამართლის ფუნქციას გერმანული წარმომავლობის მქონე მხეცური სისასტიკით განთქმული გოთი – მაქსიმიანე ასრულებდა,იმპერიას სათავეში ედგა არანაკლები სისასტიკით გამორჩეული იმპერატორი - ფლავიუს ვალენტინიანე I (321-375 წლები).ეს გახლდათ კაცი,რომლის მმართველობის დროსაც სიკვდილით დასჯილი იქნა იმაზე გაცილებით მეტი რაოდენობა ადამიანებისა,ვიდრე თვით ოდიოზი ნერონისა და დომიციანეს მმართველობების პერიოდებში.ისტორიკოსთა გადმოცემის თანახმად,რომის იმპერიის სასტიკი და უწიგნური მბრძანებელის საძინებლის გვერდით განთავსებულ სპეციალურ ოთახში ყოველთვის დაბმული ყოფილა ორი დათვი,რომლებთანაც საჭირო შემთხვევაში იმპერატორის მიერ შერისხულ ადამიანებს აგდებდნენ.ამბობდნენ იმასაც,რომ ამ ამაზრზენი სანახაობის ხილვა დიდ სიამოვნებასა და ნეტარებას ანიჭებდა ვალენტინიანესო. – (ავტორი გენია.ჯი)