ბარტელ ტორვალდსენი & ჯორჯ ბაირონი
გვიანი კლასიციზმის გენიალური დანიელი მხატვარი და სკულპტორი - ბატრელ ტორვალდსენი (1770-1844 წლები) მეგობრების წრეში ხშირად იხსენებდა ჯორჯ გორდონ ბაირონთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ისტორიას:
„ბაირონი რომ ჩემს სახელოსნოში შემოვიდა,ისე გამიხარდა,როგორც ისლანდიელი ბავშვები შეჰხარიან ზამთრის შემდეგ ზაფხულის მზეს. (ავტორი გენია.ჯი) სიმღერით ვმუშაობდი ბიუსტზე,თუმცა ბაირონი ადგილზე ვერ ისვენებდა.წამითაც კი არ შეეძლო გარინდება.ათასნაირი გამომეტყველება სხლტებოდა მისი მშვენიერი პირისახიდან,ისევე,როგორც მის ბაგეთაგან სწყდებოდა ხან მხიარული,ხან მწარე,ხან კი ნაღვლიანი ათასობით სიტყვა.მე შენიშვნებს ვაძლევდი,მაგრამ ეს არ შველოდა.ბიუსტი რომ დავამთავრე,ბაირონმა ერთი კი შეავლო თვალი და მითხრა: „თქვენ ჩემგან დაკვეთილი ადამიანი გამოაქანდაკეთ.თქვენს ბიუსტზე მე არ ვგავარ ჩემს თავს…” – „განა რითია ცუდი,თუ ადამიანი ბედნიერია?” – ვკითხე მე.„ტორსვალდსენ, – მითხრა მან და მრისხანებისაგან პირისახე გაუფითრდა, – ბედნიერება და კეთილდღეობა ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან,როგორც მარმარილო და თიხა.ჩვენს საუკუნეში მხოლოდ სულელები ეძებენ ან სულით მდაბალი ადამიანები.ნუთუ ჩემს სახეზე არცერთი ხაზი არ გამოხატავს მწარე,გაბედულ,ტანჯულ ფიქრებს?” თავი დავუკარი და ვუთხარი: „თქვენ მართალი ხართ,საჭრეთელმა მიღალატა,ვხარობდი,როცა თქვენს სახეს შევყურებდი,სიხარული კი თვალს უბინდავს კაცს”. – „ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, – მითხრა ბაირონმა,ხელი ჩამომართვა და წავიდა.რამდენიმე დღეში ერთმა მდიდარმა რუსმა ბჰიუსტში ათასი ცეხინი მაძლია.მე კი საპასუხოდ ვუთხარი: „ფული რომ ბიუსტის დამტვრევაში შემოგეთავაზებინათ,ჩემო ბატონო,სიამოვნებით გამოგართმევდით,ჩემს შეცდომებს მე არ ვყიდი-მეთქი:. – (ავტორი გენია.ჯი)
ჯორჯ გორდონ ბაირონი