ოთარ ჭილაძე – „ძალიან მალე იცლება ჭიქა”

ძალიან მალე იცლება ჭიქა,

ძალიან მალე იღლება თვალი,

ძალიან მალე,ძალიან მალე

იცვლება აზრი,იშლება კვალი.

* * *

მე კი კვლავ გულის კარნახით ვცხოვრობ -

ჯერ ვერ ამოვდე გრძნობას სადავე,

ჯერ ვერ მოვუღე ოცნებას ბოლო,

ვერ მოვუშალე იმედს სათავე.

* * *

და კვლავ იმ პირველ ელდით ვარ სავსე,

ვით ციხე – მტრებით გარემოცული…

თუმცა,თვალები დაბერდნენ გზაზე

და ვერ გიხილეს ჩემთან მოსული.

კომენტარის დატოვება