ანდერს კრისტენსენ არებო
ანდერს კრისტენსენ არებო - დაიბადა 1587 წლის 2 იანვარს,კუნძულ ერე-ზე,დანიაში.იგი გახლდათ დანიელი კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირი და XVII საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი დანიელი პოეტი,რომელსაც დღემდე მოიხსენიებენ,როგორც “დანიური პოეზიის მამა”.აღნიშნული საპატიო სახელი მან დაიმსახურა,იმის გამო,რომ პირველმა შესძლო ფორმალური დანიური ენის უტყუარ პოეტურ ენაზე გადასვლა, (ავტორი გენია.ჯი) რაც შემდგომში ერთგვარი გზა გახდა სხვა დანიელი პოეტებისათვის.თავად ანდერსი სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა და ისევე,როგორც მამამისი,გადაწყვეტილება მიიღო თეოლოგიას დაუფლებოდა.ამიტომ,მან ჩააბარა კოპენჰაგენის ცნობილ უნივერსიტეტში “ღვთისმეტყველების” ფაკულტეტზე.21 წლის ასაკიდან აქტიურად ერთვება სასულიერო მოღვაწეობაში,ხოლო 30 წლის ასაკში ხდება ნორვეგიული ქალაქის ტრონჰეიმის ეპისკოპოსი.თუმცა უხამსი ცხოვრების სტილის გამო 1621 წელს იგი განთავისუფლებულ იქნა ამ მოვალეობისაგან.1623 წელს,თარგმნა დანიურ ენაზე “ფსალმუნები”,რის შემდეგაც კვლავ მიეცა უფლება სასულიერო ცხოვრების გაგრძელებისა ვორდინბორგში.გარდა სასულიერო ცხოვრებისა,იგი აქტიურად იყო ჩართული პოეზიაში და წერდა ლექსებს,რომელიც გაჟღენთილი იყო იმ პერიოდის “ბაროკოს ეპოქის” სულისკვეთებისთ.(ავტორი გენია.ჯი) მის ყველზე ცნობილ ნამუშევრად მიჩნეულია “ნეჰაიმერონი”,რომელმაც დიდი გავლენა იქონია შემდგომი თაობების დანიელ პოეტებსა და საერთოდ დანიურ პოეზიაზე.ანდერს კრისტენსენ არებო გარდაიცვალა 1637 წლის 12 მარტს ვორდინბორგში.მისი სახელი კი სამარადისოდ დამკვიდრდა დანიურ პოეზიაში,როგორც: “დანიური პოეზიის მამა”.