სტენდალი – „ეპიზოდი”

გენიალური ფრანგი მწერლისა და ფსიქოლოგიური ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებლის – ანრი მარი ბეილის (1783-1842 წლები) მამა – შერიუბენ ბეილი,ქალთა საზოგადოებაში თავგზაარეული,უხეში და სარფიან საქმეებს გადაყოლილი კაცი იყო. (ავტორი გენია.ჯი) შერიუბენის უახლოეს მრჩევლად და მეგობრად მისივე მკვიდრი და,ანუ სტენდალის მამიდა – სერაფი მიიჩნეოდა.თავის მხრივ,მამიდას ძმისშვილი იმთავითვე კრიტიკულად უდგებოდა და შერიუბენს ხშირად ჩასჩიჩინებდა,პატარა ბეილი მტარვალიაო.ერთხელ შვიდი წლის ასაკში მყოფი სტენდალი,რომელიც აივანზე პატარა დანით ყვავილებს რგავდა თიხის ქოთანში,დანა ხელიდან გაუვარდა.იგი ქუჩაში მიმავალ მოხუც გრენობლელ ქალს კინაღამ დაეცა და იმსხვერპლა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ამ შემთხვევითი ინციდენტის შემდეგ პატარა სტენდალის მამიდა სერაფი იფიცებოდა,რომ ანრის განზრახ უნდოდა მოხუცი ქალბატონის მოკვლა.ამ საშინელმა ცილისწამებამ და უსამართლო ქმედებამ ბავშვის ფსიქიკაზე იმდენად დიდი გავლენა იქონია,რომ მას მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე სძულდა არა მხოლოდ თავისი მამიდა,არამედ მამის მხრიდან მთელი მისი საგვარეულოც კი.

„სიცოცხლე ძალზე ხანმოკლეა და იგი გავარდნილ არამზადათა ლაქუცში არ უნდა ჩაკლაო”, – წერდა მოგვიანებით ანრი მარი ბეუილი და აკი არც ჩაუკლავს… – (ავტორი გენია.ჯი).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>