რომენ როლანი წერდა…
„ყოველ ცისმარე დღეს ეცით პატივი, ნუ იფიქრებთ იმაზე, თუ რა იქნება ერთი წლის შემდეგ, ათი წლის შემდეგ. დღევანდელ დღეზე იფიქრეთ. თავიდან მოიშორეთ ყველა თქვენი თეორია. იცოდეთ – ყველა თეორია, თვით ყველაზე მადლმოსილიც კი, ბოლოს მაინც საძაგელი და სულელური გამოდგება ხოლმე, რადგან მათ მხოლოდ ბოროტება მოაქვთ… პატივი ეცით ყოველ ახალ დღეს… გიყვარდეთ იგი, თუნდაც ისეთი უფერული დარდიანი გამოდგეს, როგორიც დღეს, ნუ გეშინიათ. აბა გახედეთ, ახლა ზამთარია. ყველაფერს სძინავს. მაგრამ გულუხვი მიწა გაიღვიძებს… ელოდეთ. თვითონ კეთილი კაცი თუ ხართ, ყველაფერი კეთილად დამთავრდება. რას იზამთ, თუკი სუსტი ხართ, არ გაგიმართლათ – მაინც ბედნიერი უნდა იყოთ. მაშასადამე, მეტის მიღწევა აღარ შეგძლებიათ. გმირი ის არის, ვინც იმას აკეთებს, რაც შეუძლია. სხვები კი ვერ აკეთებენ”. – (ავტორი გენია.ჯი)