გნეუს პომპეუს სტრაბონი – „ეპიზოდი”
ცნობილია,რომ რომაელ ხალხს გაუმაძღარი სიხარბის გამოისობით განსაკუთრებული სიძულვილი გააჩნდა ისეთი სახელოვანი რომაელი მხედართმთავრის მამის მიმართ,როგორიც გახლდათ გნეუს პომპეუსი. (ავტორი გენია.ჯი) მართლაცდა,არც ერთი მხედართმთავრისადმი არ გამოუმჟღავნებია „მარადიული ქალაქის” მკვიდრთ ისეთი ძლიერი და სასტიკი ზიზღი,როგორც პომპეუსის მამის – გნეუს პომპეუს სტრაბონის (ჩვ.წ.აღ-მდე 130-87 წლები) მიმართ გამოიჩინეს.სიცოცხლეში მისი ეშინოდათ და ერიდებოდნენ,რადგან სახელოვანი და მამაცი მხედართმთავრი იყო.თუმცა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილს არავინ აღარ მორიდებია. ძვ.წ.აღ-ით 87 წელს გნეუს პომპეუს სტრაბონი მეხის დაცემამ იმსხვერპლა,რის შემდგომაც აშკარა გახდა ის,თუ როგორ სძულდა რომაელებს გენიალური რომაელი მხედართმთავრის მამა: მისი ცხედარი რომაელებმა გადასვენების დროს კუბოდან სპეციალურად გადმოაგდეს,თუმცა ამასაც არ დასჯერდნენ და ათასგვარად შეურაცხყვეს კიდეც იგი.
მაგრამ აქვე უცილობლად უნდა შევნიშნოთ ისიც,რომ არც ერთ რომაელს არ დაუმსახურებია ხალხის უსაზღვრო სიყვარული ისე,როგორც გნეუს პომპეუს სტრაბონის ვაჟს – გნეუს პომპეუსს. – (ავტორი გენია.ჯი)