ანტონ ვან დეიკი – „ამური და ფსიქეა”
„ამური და ფსიქეა” – წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი მხატვრისა და გრაფიკოსის – ანტონ ვან დეიკის (1599-1641 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ მითოლოგიური ჟანრის მქონე შედევრ-სურათს. (ავტორი გენია.ჯი) ტილოს სიმაღლე 200,2 სანტიმეტრია,სიგანე – 192,6 სანტიმეტრი.ძველ ბერძნულ მითოლოგიის სიუჟეტზე აგებულ სურათზე მუშაობა ვან დეიკმა ინგლისში ცხოვრების პერიოდში,კერძოდ – 1638 წელს დაიწყო (აქვე შევნიშნოთ,რომ „ამური და ფსიქე” – ავტორის ცხოვრების უკანასკნელი პერიოდის შემოქმედების ნაწილს განეკუთვნება).ყველაზე სანდო ვერსიის თანახმად,ანტონმა მიიღო შეკვეთა სურათზე,რომელსაც უნდა დაემშვენებინა თანამედროვე ლონდონის ისტორიულ რაიონში – გრინვიჩში განთავსებული სამეფო სასახლე.
სურათის სიუჟეტი აღებული იქნა ძველ ბერძნული ლიტერატურიდან,სადაც მოთხრობილია ისტორია ისეთი მითოლოგიური პერსონაჟების სიყვარულისა,როგორებიც გახლდნენ – „ამური” და “ფსიქეა” (თუმცა კი,ვან დეიკმა ძირითად მასალად მაინც აპულეუსის უკვდავი ქმნილებები – „მეტამორფოზები” და „ოქროს ვირი” გამოიყენა).ტილოზე ის მომენტია ასახული,როდესაც ძველ ბერძნული მითოლოგიის მიხედვით – სულის განსახიერებასთან,ანუ ფსიქესთან ხანგრძლივი დროის განშორების შემდეგ,რასაც მოგვიანებით თან დაერთო მისი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ძებნაც,ამური აღმოაჩენს მარადიულ ძილს მიცემულ სატრფოს (ცნობისათვის, – ამურისა და ფსიქეას სიყვარულის ნაყოფს -„ ბედნიერება” ჰქვია).
ცნობილია,რომ ანტონ ვან დეიკის შემოქმედებას თაყვანს სცემდა ნიდერლანდული წარმომავლობის მქონე სახელოვანი ინგლისელი მხატვარი და კოლექციონერი – პიტერ ლელი,რომელიც ყველანაირად ცდილობდა მიებაძა თავისი კუმირი ხელოვანისათვის.გარდა ამისა,ლელი აქტიურად იყო დაკავებული ვან დეიკის ტილოების შეძენითაც.ასე აღმოჩნდა იგი ანტონის გარდაცვალების შემდგომ (1660 წელს) პიტერის კოლექციაში.დღესდღეობით,ანტონ ვან დეიკის შედევრი ქმნილება – „ამური და ფსიქეა” დაცულია ლონდონში განთავსებულ გენინგსტონის სასახლის სამეფო კოლექციაში. – (ავტორი გენია.ჯი)