გაიუს გრაკქუსის ძველ რომაული გზები

ძველი რომაელების მიერ აგებული საგზაო ქსელი დღემდე უდიდეს აღტაცებასა და გაოცებას იწვევს ადამიანებში.რომაელები იმთავითვე უდიდეს ყურადღებას იჩენდნენ ჯარის,სავაჭრო ქარავნებისა და კურიერის სწრაფი გადაადგილებისათვის აუცილებელი გზების მშენებლობებისადმი. (ავტორი გენია.ჯი) სხვა მრავალ ცნობილ ისტორიულ პერსონებს შორის,რომელთაც დიდი წვლილი დაიდეს რომაული გზების მშენებლობაში,ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი მაინც სახელოვან რომაელ სახალხო ტრიბუნსა და პოლიტიკურ მოღვაწეს - გაიუს გრაკქუსს (ძვ.წ.აღ-ით 154-121 წლები) უკავია.იგი თავგამოდებით ცდილობდა ყოველი გზა მარჯვე და ამასთანავე ლამაზი ყოფილიყო.ოლქებზე გამავალი შარაგზები ლარივით სწორად იგებოდა და მიხვეულ-მოხვეული ადგილები არსად არ ჰქონდა.ზოგიერთ მათგანს გათლილი ქვებით კირწყლავდნენ.ზოგს კი დატკეპნილი ქვიშით ამაგრებდნენ.წყალდიდობებისაგან გაჩენილ ნაღვრევ ადგილებსა და ხევებს ან მიწით ავსებდნენ,ან ხიდებით აკავშირებდნენ.ამიტომ გზა ყველგან სწორი,ერთნაირი სიმაღლის და სიგანის გამოდიოდა.ეს კი თავის მხრივ,ერთიობ ლამაზ სანახაობას ჰქმნიდა.გარდა ამისა,გაიუსმა ყველა გზა მილებად დაჰყო და ყოველი მილის აღსანიშნავად ქვის ბოძები აღმართა.გზების ორივე მხარეზე,ახლო-ახლო შუალედებში დადგმული იქნა სხვა ქვებიც.მათი დანიშნულება ის იყო,რომ ცხენოსანს ცხენზე შეჯდომა გაადვილებოდა და ამისათვის სხვისი დახმარება არ დასჭირვებოდა.სწორედ ამიტომაც მიიჩნევა გაიუს გრაქუსი ძველ რომაული გზების განვითარებასა და მშენებლობაში უდიდეს წვლილის დამდებ პერსონად. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>