ჩეზარე კრემონინი – „ეპიზოდი”
გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსისა და მოაზროვნის – არისტოტელეს ავტორიტეტი მისი გარდაცვალებიდან საუკუნეების გასვლის შემდგომაც კი იმდენად დიდი გახლდათ,რომ მეცნიერთა მტკიცებით,ხშირად უშლიდა იგი ხელს მეცნიერების განვითარებას. (ავტორი გენია.ჯი) არისტოტელეს მიმდევრები მიიჩნევდნენ,რომ მათმა კუმირმა ფილოსოფოსმა ადამიანური შემეცნების შესაძლებლობები სრულად ამოწურა და სხვებს მისი ნათქვამის გაგებაღა დარჩათ შესაცნობელიო.როგორც ცნობილია,სახელოვანი ძველ ბერძენი ფილოსოფოსის ერთ-ერთ თავგადაკლულ მიმდევარს წარმოადგენდა გამოჩენილი იტალიელი მეცნიერი და გალილეო გალილეის უშუალო ოპონენტი – ჩეზარე კრემონინი (1550-1631 წლები).ამის დასტურად კი ისიც საკმარისი იქნება,თუ შევნიშნავთ,რომ ამ იტალიელმა მეცნიერმა კატეგორიული უარი განაცხადა ჩაეხედა ტელესკოპში,რათა არ დაენახა ის ციური სხეული,რომელსაც არისტოტელე საერთოდ არ იცნობდა.სწორედ ასეთი მაგალითებისა და სწორედ ასეთი ერთგული მიმდევრების გამოისობით სდებდნენ ბრალს არისტოტელეს დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერების წინსვლის შეფერხებაში. – (ავტორი გენია.ჯი)