რა დაუვიწყარი სიტყვები მიუძღვნა გოეთემ „სტრასბურის საკათედრო ტაძარს?”
სტრასბურგში ჩასულმა და სასტუმრო „Zum Gist”-ში დაბინავებულმა გენიალურმა გერმანელმა პოეტმა,ფილოსოფოსმა და საზოგადო მოღვაწემ – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთემ (1749-1832 წლები) იმავე დღეს მოინახულა გოთიკის ერთ-ერთი უმშვენიერესი ქმნილება – „სტრასბურის საკათედრო ტაძარი”,რომელიც თავის დროზე,გერმანელი არქიტექტორების მიერ იქნა აგებული. (ავტორი გენია.ჯი) ამ ცადატყორცნილი უნიკალური არქიტექტურის მქონე ძეგლმა გოეთეს აღგზნებული ყურადღება ჯერ კიდევ ქალაქში შესვლამდე მიიქცია და გადაწყვიტა,რომ გრანიტის უშველებელი და ცაში გაყინული ტაძარი ჩასვლისთანავე გულდასმით დაეთვალიერებინა.მოგვიანებით იოჰანმა ამ გოლიათთან პირისპირ შეხვედრას ასეთი დაუვიწყარი სიტყვები მიუძღვნა: „როცა პირველად სტრაბურს ჩავედი,ჩემს თავში მრავალი ცნება ირეოდა,ზოგადი გემოვნებისგან ნასესხები.სიტყვა გოთიკის ქვეშ ლექსიკონურ განმარტების დარად მე ვათავსებდი ათასგვარ სინონიმურ გაუგებრობას; არა ბუნებრივობას,უაზრო დაყორებას… მაგრამ როცა ამ უზარმაზარ,თავხუჭუჭა დევს თვალი შევავლე,ელდისაგან შევკრთი ერთბაშად.
უშველებელმა და უეცარმა შთაბეჭდილებამ კიდემდის ამივსო სული,ვინაიდან იგი შემდგარი იყო მრავალი ათასი ერთეულისაგან,ყოველი მათგანით დატკბობა,ყოველი მათგანისაგან აღტაცება ჩემს ხელში იყო,მაგრამ მათი შეცნობა და განმტკიცება – ყოვლად შეუძლებელი აღმოჩნდა ჩემთვის”. – (ავტორი გენია.ჯი)
იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე