ბაჩანა ბრეგვაძე – „ბლეზ პასკალი”
თორმეტი წლის ასაკში,„რგოლებისა” და „ჯოხების” თამაშით ხელახლა აღმოაჩინა გეომეტრია; თექვსმეტი წლისამ დაწერა დიდებული მეცნიერული ტრაქტატი კონუსური კვეთის შესახებ,რომლის ბადალიც ანტიკური ხანის შემდეგ იშვიათად თუ შეუქმნია კაცის გენიას; (ავტორი გენია.ჯი) თვრამეტი წლისამ „არითმეტიკულ მანქანას” გადაუნერგა ყველაფერი,რაც ახასიათებს ადამიანის გონიერებას; ოცდასამი წლისამ დაამტკიცა,რომ ჰაერს სიმძიმე აქვს და, ამრიგად,ბოლო მოუღო ძველი ფიზიკის ერთ-ერთ უდიდეს შეცდომას; ხოლო იმ ასაკში,როცა სხვები ძლივს აღწევენ გონებრივ სიმწიფეს,არსებითად,ამოსწურა ადამიანური ცოდნისა და მეცნიერების ვეება სფერო,შეიცნო მათი უბადრუკობა და ამაოება და მთელი არსებით მიიქცა სარწმუნოების მიმართ; აქედან მოყოლებული ვიდრე აღსასრულამდე (იგი ოცდაცხრამეტი წლის ასკაში გარდაიცვალა),ავადმყოფმა და სნეულებით გაწამებულმა შექმნა ენა,რომლითაც მეტყველებდნენ ბოსიუე და რასინი; დაგვიტოვა ყველაზე მახვილგონივრული სატირის,ისევე როგორც ყველაზე დახვეწილი მსჯელობის უებრო ნიმუშები; და ბოლოს,ტკივილის უსასტიკეს შეტევებს შორის,სულითმოთქმის ხანმოკლე შუალედებში,თავშესაქცევად გადაწყვიტა გეომეტრიის ერთ-ერთი ურთულესი პლრობლემა და ქაღალდზე გადაიტანა აზრები,რომელთა ავტორობაც შეიძლება ისევე მიეწეროს ღმერთს,როგორც კაცს.ამ თავზარდამცემი გენიის სახელი გახლდათ – ბლეზ პასკალი (1623-1662 წლები),რომელმაც მრავლისმეტყველად შესძახა სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს კაცობრიობას: „გიხაროდეთ: მეგობრები არა მყავს”. – (ავტორი გენია.ჯი)