XVII საუკუნის საფრანგეთის მოკლე დახასიათება
XVII საუკუნის საფრანგეთი – ევროპის უძლიერესი სახელმწიფო, მსოფლიო კულტურის აღიარებული ცენტრი: თავისი სახელგანთქმული მწერლებით – პიერ კორნელი, ჟან რასინი, ჟან-ბატისტ მოლიერი, ჟან ლაფონტენი, ნიკოლა ბუალო-დეპრესო, შარლ პერო; (ავტორი გენია.ჯი) თავისი არანაკლებ სახელგანთქმული ფილოსოფოსებით – რენე დეკარტი, ნიკოლა მალბრანში; თავისი მჭერმეტყველებით – ჟაკ-ბენინ-ბოსიუე, ესპრი ფლეშიე, ფრანსუა ფენელონი; თავისი მორალისტებით – ფრანსუა ლაროშფუკო, ჟან ლაბრიუიერი; თავისი მხატვრებით – ნიკოლა პუსენი, კლოდ ლორენი; თავისი მათემატიკოსებით, ფიზიკოსებით, ასტრონომებით, მედიკოსებით; თავისი ახლად დაარსებული აკადემიითა და პირველი აკადემიკოსებით; თავისი მონარქებით – უნიათო ლუი XIII და მისი მემკვიდრე, „მეფე-მზე”, „ღმერთისნაცვალი” ლუი XIV; თავისი გაქნილი კარდინალებით, რომლებმაც პოლიტიკაზე გაცვალეს მღვდელ-მეუფება – დიდი რიშელიე და პატარა მაზარინი; თავისი გაუთავებელი სისხლისმღვრელი ომებით (ესპანეთთან, ნიდერლანდებთან, გერმანიასთან, შვედეთან, ინგლისთან და ავსტრიასთან), რომლებმაც განადიდეს საფრანგეთის სახელი და, იმავდროულად, დაწრიტეს კიდეც მისი ძლიერება; თავისი დიპლომატიური ინტრიგებით, პოლიტიკური ავანტურებით, აბსოლუტური მისწრაფებებით; თავისი შინააშლილობებითა და რელიგიური ბრძოლებით; თავისი ფუფუნებაში ჩამხრჩვალი სასახლის კარით, გულმოყირჭებული დიდებულების ბალ-მასკარადებითა და თავისი დამშეული, უუფლებო და სასომიხდილი მდაბიორების ამბოხებებით; თავისი სიმდაბლით და სიდიადით, თავისი ცრემლითა და სიცილით, თავისი ბრწყინვალებით თუ უბადრუკობით, თავისი ძოწეულით თუ ძონძებით… (ავტორი გენია.ჯი)