რა უცნაურმა მიზეზმა ჩაუყარა საფუძველი „ალბათობის თეორიას”
ჩვენ არ ვიცით,სინამდვილეა თუ ლეგენდა, – მართლა ხიდან მწიფე ვაშლის ჩამოვარდნა გახდა თუ არა საბაბი „მსოფლიო მიზიდულობის კანონის” აღმოჩენისა, მაგრამ რაც შეეხება მათემატკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დარგს – „ალბათობის თეორიას”, აქ უკვე დაბეჯიდებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი აღმოჩენა სრულიად „შემთხვევითი” მოვლენისგან იღებს დასაბამს, რომელსაც ერთის შეხედვით, თითქოს საერთო არაფერი საერთო არ უნდა ჰქონოდა მათემატიკასთან. (ავტორი გენია.ჯი)
ცნობილია,რომ გამოჩენილი ფრანგი მწერალი,არისტოკრატი და „სალონის ლომად” წოდებული – ანტუან გამბო (1607-1684 წლები),იგივე – დე მერე,აზარტული თამაშების ტრფიალს რომ იტყვიან,სწორედ ის პიროვნება იყო.იგი მთელი სიცოცხლის განმავლობაში გატაცებით თამაშობდა ბანქოს (დავაზუსტოდ – არა მარტო ბანქოს) და უთუოდ ნიშანდობლივი ფაქტია,რომ სიკვდილმაც ბანქოს თამაშის დროს უწია 74 წლის ბერიკაცს.თამაშობდა ხარბად,თამამად,ჟინიანად,თუმცა მისთვის უცხო არ გახლდათ სიფრთხილის გრძნობა.დიახ,ეს იყო ჭკვიანი,წინდახედული,გულცივი და აუმღვრეველი მოთამაშე,რომელიც უწინარეს ყოვლისა,ზუსტი გათვლის,ვარიანტების წინასწარი გარჩევისა და გაანგარიშების წყალობით აღწევდა ხოლმე ძნელ,მაგრამ სავსებით დამსახურებულ გამარჯვებას. და მაინც,რამდენჯერ მოსცარვია ხელი,რამდენჯერ შელახულა ამ კაცის თავმოყვარეობა,როცა მის „მძლავრ „ინტელექტს” ძალაუნებურად დაუყრია ფარ-ხმალი ბრმა ბედისწერის,უაზრო შემთხვევითობის გონებამიუწვდომელ კაპრიზსა თუ ჟინთან ჭიდილში. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომ სიმწრით ძილგამფრთხალი და მოსვენებადაკარგული დე მერე გაფაციცებით დაეძებდა შემთხვევითობისაგან თავის დაზღვევის ყოველნაირ შანსს,გულდასმით აანალიზებდა საკუთარ შეცდომებს,ყურადღებით სწავლობდა სხვების თამაშს,აკვირდებოდა,ჩხრეკდა,იკვლევდა შემთხვევის გამაოგნებელ „ქცევას” დასტიდან ქაღალდის ამოღების დროს თუ კამათლის გაგორებისას,ერთი სიტყვით,ცდილობდა გარკვეული წესრიგი და კანონზომიერება აღმოეჩინა იმაში,რაც თითქოს არავითარ კანონზომიერებას არ ექვემდებარებოდა.სწორედ ასეთი დაკვირვების შედეგად დაიბადა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული რამდენიმე პარადოქსული კითხვა,რომელთა დამაკმაყოფილებელი ინტერპრეტირება თავად რომ ვერ შესძლო,დახმარებისათვის წერილობით თუ პირადად მიმართა თავის ნაცნობებს – ჰიუიგენსს,კარკავისს,ფერმასა და ბლეზ პასკალს.
და, აი, დე მერეს კითხვებზე,უწინარეს ყოვლისა,პასკალის,ხოლო შემდეგ,ფერმასა და ჰიუიგენსის პასუხებით საფუძველი ეყრება უმაღლესი მათემატიკის სრულიად ახალ დარგს – „ალბათობის თეორიას”. – (ავტორი გენია.ჯი)