პოლ სეზანის „ბედის ირონია”
მსგავსად დიდ მხატვართა (და არა მარტო დიდ მხატვართა) უმრავლოსებისა,განგების უბირი და უსამართლო განჩინება პოსტიმპრესიონიზმის გენიალური ფრანგი წარმომადგენლის - პოლ სეზანის (1839-1906 წლები) ხვედრიც ყოფილა,რადგან მთელ მის პირად და შემოქმედებით ცხოვრებასაც მუდამ თან სდევდა „ბედის ირონია”. (ავტორი გენია.ჯი) აბა სხვა რა უნდა ეწოდოს,თუ არა „ბედის ირონია” იმას,რომ სეზანს,რომლის სახელითაც მისი მშობლიური ექს-ან-პროვანსი ახლა უფრო და უფრო იწონებს თავს,სიცოცხლეში აბუჩად იგდებდა თავის უდიდეს შვილს.ბოლოს კი,თანამემამულეთა მისდამი უპატივცემულობამ მთლად სავალალო შედეგიც გამოიღო და მოხუც სეზანს,რომელიც საკუთარი სახელოსნოსაკენ ლასლასით მიდიოდა,თავაშვებული ბიჭები,ქუჩაში,უპატრონო ძაღლივით, – ქვებს ესროდნენ.სხვა რა უნდა ეწოდოს,თუ არა დროის ულმობელი დაცინვა იმას,რომ პარიზი,ეს მართლაც გენიოსთა „მკვდრის მზე”,მათ რომ მაინცდამაინც სიკვდილის შემდეგ ეფინება ხოლმე თავზე „დიდების შარავანდედად” და ახლა სეზანსაც სულ უფრო დიდი მოწიწებითა და სიამაყით იხსენებს,თავის დროზე,ნაცვლად კეთილდამოკიდებულებისა,მის დასამცირებლად,ფრანგულ თუ უცხოურ ენაზე არსებულ ყოველგვარ სალანძღავ ეპითეტს იშველიებდა. – (ავტორი გენია.ჯი)