ლუი XVIII დე ბურბონის მოკლე დახასიათება
ასაკში შესული საფრანგეთის მეფე - ლუი XVIII დე ბურბონი (1755-1824 წლები) ძლივს დაყანყალებდა; სუსტი ფეხები გაჭირვებით დაათრევდნენ მის ზონზროხა ტანს. (ავტორი გენია.ჯი) მისი მანერები თავაზიანი იყო,ლაპარაკი – უაღრესად ნატიფი.ლუის შესანიშნავ მეხსიერებაში შემონახული იყო ჰორაციუსის ლექსები და ცხოვრებაში გადატანილ წყენინებათა და შეურაცხყოფათა მწარე მოგონებანი.უბედურებებმა ვერა და ვერ გასტეხეს იგი: მეფური სიდიადის შეუვალი ჯავშანი იცავდა ბედის დარტყმათაგან,ხარბად ეძებდა ახალ კარისკაცებს,„და მაინც ყველგან და ყოველთვის მეფე იყო,როგორც ღმერთი რჩება ყველგან და ყოველთვის ღმერთად”.დევნილობაში,ლონდონიდან ორმოცდაათი მილის დაშორებით მყოფი დაუძლურებული ლუი მაინც სიამაყით,ღირსებითა,სიდიადის გრძნობით იყო აღსავსე,რითაც ადამიანების სულებზე ბატონობდა.თვით ნაპოლეონის გენერლები აღუიარებდნენ,რომ ეს მსუქანი,სასაცილომდე მოუხეშავი ლუი XVIII უფრო მეტ შიშის ზარს სცემდა მათ,ვიდრე თვით კორსიკელი,რომელსაც მორჩილად მიჰყვებოდნენ გამარჯვებათა და უბედურებათა შესახვედრად. – (ავტორი გენია.ჯი)