ჟოზეფ-ლუი ლაგრანჟის უკანასკნელი სიტყვა
ცნობილია,რომ 77 წლის ასაკში მყოფი იტალიური წარმომავლობის მქონე გენიალური ფრანგი მათემატიკოსის,ასტრონომისა და მექანიკოსის - ჟოზეფ-ლუი ლაგრანჟის (1736-1813 წლები) გარდაცვალების მომენტში მასთან ერთად იმყოფებოდა მისი უერთგულესი მეგობარი,დიდი ფრანგი მათემატიკოსი და გეომეტრი – გასპარ მონჟი,რომელსაც სიკვდილის სარეცელზე მყოფმა შემდეგი სიტყვებით მიმართა: „სიკვდილის არ უნდა გეშინოდეს.როცა იგი ტკივილების გარეშე მოდის,მასში არაფერი არ არის უსიამოვნო.რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემს სხეულს დასტოვებს სიცოცხლე.ყველგან სიკვდილი იქნება.ჰო,მე მინდა სიკვდილი,მე ეს მომწონს.მე განვლე სიცოცხლე.მივაღწიე აღიარებას,როგორც მათემატიკოსმა.არასოდეს არ განმიცდია ვისმესადმი სიძულვილი.ცუდი არაფერი ჩამიდენია და ჩემთვის ადვილი იქნება სიკვდილი”. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობილია ისიც,რომ ლანგრაჟის სიკვდილმა დიდი მწუხარება მოჰგვარა ისეთ სახელოვან მხედართმთავარს მსოფლიო ისტორიისა,როგორიც გახლდათ – ნაპოლეონ ბონაპარტი.ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად,აღნიშნული საკითხის შესახებ ბონაპარტს ასეთი სიტყვებიც კი წარმოუთქვამს – „მე არ შემიძლია თავი შევიკავო.არ შემიძლია ავხსნა,თუ რატომ მომგვარა ლაგრანჟის სიკვდილმა ასეთი სევდა.ჩემი მწუხარება რაღაც ცუდის მომასწავებლად მეჩვენებაო”.. (ავტორი გენია.ჯი)