ტიციან ტაბიძე – „არავის ვმსახურებდეთ,არცა ვემონოთ,გარეშე ღვთისა დამბადებელისა”

„არავის ვმსახურებდეთ,არცა ვემონოთ,გარეშე ღვთისა დამბადებელისა”. – ასეთი იყო აღთქმა ქართველი ერის ისტორიული ცხოვრების გარიჟრაჟზე „ქართლის ცხოვრების” გადმოცემით. და ვინ იტყვის,რომ საქართველომ არ იცოდა სიცოცხლე,რომ მან არ იცოდა ბრძოლა და თავისუფლება,სილამაზისთვის არ მიეტანოს მსხვერპლი.

მოდიოდნე,მოდიოდნენ,მოდიოდნენ.

ვინც აიდგა ფეხი სასიარულოდ,

ვინც იცოდა სიარული,

ვისაც უნდოდა თავის გამოცდა,სიკვდილთან ახლოს დგომა.

გზა მათი იყო საქართველოზე… და საფლავი მათი საქართველო… (ავტორი გენია.ჯი)

იდგა სისხლი მდინარედ და გზა აგავდა აფთრის ნაკვალევს ხეობაში,ძვლებით მოკენჭილს…

… და საქართველო მეწამულ პორფირს.

რა არის მთელი ისტორია ძველი საქართველოსი,თუ არა საბედისწერო დუელი…

ღმერთის უზარმაზარ ქვეყანა-ცირკში იდგა საქართველო,როგორც უკვდავი გლადიატორი.ტანი მისი იყო დაჭრილი და ელავდა მეწამული იარებით,მაგრამ მაინც იდგა და იბრძოდა.რამდენად ძლიერი და მრავალი იყო მტერი,იმდენად ზვიადი და სასტიკი იყო ბრძოლა… მხოლოდ ჭრილობით აჭრელებული გლადიატორი იდგა და არ ტოვებდა ასპარეზს.ძალიან მოკლე იყვნენ ანტარქტები.საუკუნეები მიჰქროდნენ დაღლილი ფრთებით და ლოჟებშიც იცვლებოდნენ მაყურებლები,შეღებილი გეტერები,აუღელვებელი მატრონები და მშვენიერი კეისრის ცოლები და ჩადრიანი ხანუმები…

შემოქმედი კი,უდიდესი და სასტიკი რეჟისორი,უყურებდა და ტკბებოდა ბრძოლის სილამაზით და ქინება ეს იყო მიზეზი გლადიატორის უკვდავების,მარადი ტანჯვის,ლხენით შეღებილი ტანჯვისა.

ქართველებს უნახავთ ალექსანდრე მაკედონელის ფალანგა,პომპეუსის კოლონები,ნაპოლეონის გრენადერები და რამდენი კიდევ აზიელი დამპყრობელი,რომელთა სახელიც და რომელთა ბრძოლაც იყო სიგიჟე.ქართველები განბანილან განგის წყალში და ნილოსის ლერწმებსაც სმენიათ ქედმაღალი სიმღერა-ყიჟინი.

და ასე ჟამით ჟამამდე,საუკუნით საუკუნემდე,ქალდეას ცისქვეშ და კავკასიის კალთებზე”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>