ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გენიალურ ფრანგ მხატვარსა და გრაფიკოსს - ანრი დე ტულუზ-ლოტრეკს (1864-1901 წლები) მეტად ახლო მეგობრობა აკავშირებდა ისეთ ვირტუოზ ნიდერლანდელ ფერმწერთან,როგორიც გახლდათ – ვინსენტ ვილემ ვან გოგი. (ავტორი გენია.ჯი) 1890 წელს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გამართული იქნა ეგრეთ წოდებული „ოცეულთა ჯგუფის” გამოფენა.აღნიშნულ გამოფენაზე სხვადასხვა სახელოვანი მხატვრების ტილოებთან ერთად ასევე წარმოდგენილი იყო ბელგიელი რელიგიურ-რეალისტი მხატვრის – ანრი დე გრუს ნამუშევრებიც.დე გრუ ერთობ გააღიზიანა იმ გარემოებამ,რომ მისი სურათები ვან გოგის ტილოების გვერდით იყო განთავსებული,რაც საჯაროდ დააფიქსირა კიდეც – „ჩემს ნახატებს ვხსნი ექსპოზიციიდან,რადგან არ მსურს ისინი ერთ ოთახში უჩვენონ ბატონ ვან გოგის „საზიზღარ მსეზუმზირებიან ქოთნებთან” ერთადო” (ცნობისათვის,ვან გოგის ერთ-ერთი საუკეთესო და ძვირადღირებული ნამუშევარი).ნიდერლანდელი მხატვრის მისამართით ესოდენ შეურაცხმყოფელი განცხადება გაკეთებული იქნა ვან გოგის გულითადი მეგობრის – ლოტრეკის თანდასწრებით,რამაც იგი იმდენად აღაშფოთა,რომ მან ანრი დე გრუ უმალვე დუელში გამოიწვია.ლოტრეკსა და გრუს შორის სიტუაცია იმდენად დაიძაბა,რომ კონფლიქტში ჩართვა მოუხდა ისეთი მშვიდი ხასიათისა და გაწონასწორებული ქმედებების მქონე ხელოვანს,როგორიც გახლდათ – პოლ სინიაკი,რომელმაც თავის მხრივ,აიძულა დე გრუ ბოდიში მოეხადა ლოტრეკისა და ვან გოგისთვის.როგორც თვითმხილველები ირწმუნებოდნენ,რომ არა პოლ სინიაკი,ლოტრეკსა და დე გრუს შორის წარმოშობილი კონფლიქტი უთუოდ საბედისწერო შედეგით დასრულდებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
ვინსენტ ვან გოგი
ანრი დე გრუ
პოლ სინიაკი