ვინსენტ ვილემ ვან გოგი წერდა…
„თანდათან ვრწმუნდები,ღმერთზე მსჯელობა მის მიერ შექმნილი სამყაროს მიხედვით არ შეიძლება: ეს ხომ მისი უხეირო ეტიუდია.
მერწმუნეთ,თუკი მხატვარს გიყვარს,მისი უხეირო სურათების გაკრიტიკებას არ დაიწყებთ და გაჩუმდებით.სამაგიეროდ,უფლება გაქვთ,მისგან რაიმე უკეთესს ელოდეთ.
ჩვენ შემოქმედის სხვა ნამუშევრებიც უნდა გვენახა,რაკი სავსებით ნათელია,რომ ეს ქვეყანა სახელდახელოდ შეუქმნია,უდროოდროს,როცა თავადაც არ იცოდა,რას აკეთებდა,ანდა,სულაც თავგზა ჰქონდა აბნეული.
თუმც ლეგენდა ამტკიცებს,რომ მამა ღმერთმა ამ ეტიუდზე უდიდესი შრომა გასწია.
მზად ვარ,ვიწამო,რომ ლეგენდა მართალს ამბობს; მაგრამ ამის მიუხედავად,ეტიუდი მაინც არ ვარგა.რა თქმა უნდა,ამდაგვარი შეცდომები ოსტატის გარდა არვის მოუვა; ეს უდიდესი ნუგეშია,რადგან მაშინ უნდა ვიფიქროთ,რომ შემოქმედი რევანშის აღებას კიდევ შესძლებს”. – (ავტორი გენია.ჯი)