ლუი XVIII დე ბურბონი – „ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც ნაპოლეონ ბონაპარტი საფრანგეთის ხელისუფლებიდან და, ზოგადად,ქვეყნიდან იქნა გაძევებული,პარიზში დევნილობიდან დაბრუნდა საფრანგეთის კანონიერი მეფე – ლუი XVIII დე ბურბონი (1755-1824 წლები).ფრანგი მონარქი პარიზში დაბუნებისთანავე ტიუილრის სამეფო სასახლეში დაბინავდა.ეს ის სასახლე გახლდათ,სადაც თავის დროზე ბონაპარტი ცხოვრობდა.ფრანგი მეფეების სასახლეში გამეფებულ სიმდიდრესა და ბრწყინვალებას თვით ლუი XVIII-ც კი განუცვიფრებია,რომელსაც ენის წლაპუნით ერთობ მახვილგონივრულად შეუნიშნავს – „კარგი მდგმური ყოფილა ეს ნაპოლეონიო”. – (ავტორი გენია.ჯი)
ტიუილრის სამეფო სასახლე