რაბინდრანათ თაგორი – „ეპიზოდი”
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 1919 წელს მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ დიდ ინდოელ მწერალს,ფილოსოფოსსა და პოეტს - რაბინდრანათ თაგორს (1861-1941 წლები) „ბარონის” ტიტული უბოძა. (ავტორი გენია.ჯი) ეს ის პერიოდია,როდესაც ინგლისელი კოლონიზატორები სასტიკად გაუსწორდნენ ამრიტსარში ეროვნული ლოზუნგებით გამოსულ მშვიდობიან მოსახლეობას.თანამემამულეების დახვრეტამ იმდენად აღაშფოთა სასიქადულო ინდოელი მამულიშვილი,რომ მან ბარონის ტიტულის მიღებაზე უარი შემდეგი სიტყვებით განაცხადა: „მე მრცხვენია მქონდეს რაიმე პრივილეგია,როცა ჩემს თანამემამულეებს ადამიანებად არ აგდებენ”. – (ავტორი გენია.ჯი)