კონსტანტინე I დიდის კანონები – „ეპიზოდი”
რომის დომინატური ეპოქის იმპერიაში,იმპერატორმა – კონსტანტინე I დიდმა (272-337 წლები) ორჯერ გამოსცა კანონი,რომლის თანახმადაც მონათმფლობელებს მიენიჭათ უფლება განუკითხავად მოეკლათ მათ მფლობელობაში არსებული მონები. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,ცინიზმით არის სავსე კანონის ის პუნქტიც,სადაც ხაზგასმული იყო,რომ თუკი ბატონი თავის მონას ცემით სიკვდილამდე მიიყვანდა,იგი არა მხოლოდ სამართლებლივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებოდა,არამედ ეს შემზარავი ქმედება ურჩი მონის „გამოსწორებისათვის” ზრუნვადაც კი ეთვლებოდა.იმ შემთხვევაში,თუ მონა პატრონს გაექცეოდა და უცხოტომელებს (რომელთაც რომაელები „ბარბაროსებს” უწოდებდნენ) შეეხიზნებოდა,ხელისუფლება ასეთ მონას პატრონს არ უბრუნებდა და მას ან ფეხს ჰკვეთდნენ,ან კიდევ მაღაროებში გზავნიდნენ სამუშაოდ.თავისუფალ რომაელ ქალს მონასთან სამიჯნურო კავშირისათვის – კოცონზე წვავდნენ.იგივე კანონი ღარიბ რომაელ მოქალაქეებს შვილების მონად გაყიდვის ნებასაც რთავდა.მოკლედ რომ შევაფასოთ,„მოციქულთასწორად” შერაცხილი რომის იმპერატორის – კონსტანტინე I დიდის მიერ გამოცემული კანონები წარმოადგენდა მონათა კლასის დამთრგუნველ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ იარაღს. – (ავტორი გენია.ჯი)
კონსტანტინე I დიდი