გალაკტიონ ტაბიძე – „ეპიზოდი”
გენიალური ქართველი პოეტი - გალაკტიონ ტაბიძე (1891-1959 წლები) იგონებდა: „1917 წელს,ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების მომდევნო დღეებში,პეტროგრადში ვიყავი.სმოლნში გაეგოთ ჩემი იქ ყოფნა და გამომიძახეს.შესავალ კარებთან ჩვენი სოსო (სტალინი) შემხვდა.
- გალაკტიონ,რევოლუციას შენი დახმარება სჭირდებაო, – მითხრა მან, – შუა აზიაში ბასმაჩების რაზმები გვებრძვიან და იქ უნდა წახვიდეო.
- ცოტათი დავფიქრდები.მეთქი, – ვუთხარი და დამეთანხმა. – მეორე დღეს უნდა მივსულიყავი,თუმცა,რასაკვირველია,არ მივსულვარ.არ მივედი იმიტომ,რომ გალაკტიონი პოეზიას სჭირდებოდა,ბიძიკოებო, და ბასმაჩემისთვის რომ თავი გადამედო,ახლა აღარ გეყოლებოდათ თქვენი გალაკტიონი”. – (ავტორი გენია.ჯი)