„დამაკვირდი”

1. „ალკოჰოლიზმს,ბარბაროსობის ამ ნაშიერს,უხსოვარი დროიდან თავის მარწუხებში მოუქცევია კაცობრიობა და საზარელი ხარკი შეუწერია მისთვის – ნთქავს ახალგაზრდობას,ძირს უთხრის სასიცოცხლო ძალებს,თრგუნავს ენერგიას,ღუპავს კაცთა მოდგმის უკეთეს შვილებს”. – ჯეკ ლონდონი (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. „დარდი,ისევე როგორც სიხარული,მეტ-ნაკლები თანაფარდობით თან ახლავს ადამიანს მისი ცხოვრების გრძელ მანძილზე.იგი მისი განუშორებელი ატრიბუტია.სადაც ადამიანის სიცოცხლეა,იქ უეჭველად არის სიბერე,ხოლო იქ,სადაც სიბერეა,უეჭველად არის დარდი”. – აკაკი თოფურია

* * *

3. „იუმორი ერთ-ერთი საუკეთესო ტანსაცმელია,რომელიც საზოგადოებაში შეიძლება ატაროს კაცმა”. – უილიამ თეკერეი

* * *

4. „ყოველ ადამიანს სამი ხასიათი აქვს: ის,რომელსაც მას მიაწერენ; ის,რომელსაც თვითონ იჩემებს; დაბოლოს,ის,რომელიც მართლა აქვს”. – ვიქტორ-მარი ჰიუგო

* * *

5. „ყველა ადამიანის ჭკუა,ერთად აღებული,ვერ უშველის იმას,ვისაც თავისი ჭკუა არა აქვს”. – ჟან დე ლა ბრუიერი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. „ყველას იმდენი უფლება აქვს,რამდენიც ძალა”. – გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი

* * *

7. „ორჯერ არავინ ცხოვრობს,მაგრამ ისეთიც ბევრია,ვინც ერთხელ ცხოვრებაც არ იცის”. – ფრიდრიხ რიუკერტი

* * *

8. „ვსტირი,რომ სულელთ ფერხულია კაცთა ცხოვრება და გინდა თუ არა – უნდა ჩავდგეთ და ვიტრიალოთ”. – უილიამ შექსპირი

* * *

9. „სახლიდან გააგდე კაცი,რომელიც ცილს სწამებს სხვებს”.

* * *

10. „სცდებიან ადამიანები იმიტომ კი არა,რომ არ იციან,არამედ იმიტომ,რომ ჰგონიათ – ვიცითო”. – ჟან ჟაკ რუსო – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>