ვინსენტ ვან გოგი & პოლ გოგენი

1888 წლის ოქტომბერში პატარა ფრანგულ ქალაქ არლში განთავსებულ ლამარტინის მოედანზე საგანგებოდ დაქირავებულ ბინაში დაბინავებულ გენიალურ ნიდერლანდელ ფერმწერს – ვინსენტ ვილემ ვან გოგს (1853-1890 წლები) მისივე მიწვევით დიდი ფრანგი მხატვარი და გრაფიკოსი - პოლ ეჟენ ანრი გოგენი (1848-1903 წლები) ესტუმრა. (ავტორი გენია.ჯი) რამდენიმე ხანში პოლ გოგენმა ვან გოგის პორტრეტი დახატა და, როდესაც იგი ნიდერლანდელმა ხელოვანმა იხილა,ერთობ აღშფოთდა. „ – ეს მართლაც მე ვარ,მაგრამ მხოლოდ ჭკუაშეშლილიო”, – წამოიძახა მან და აღგზნებული გაემართა იმ კაფეში,სადაც მისი სახელოვანი სტუმარი იმყოფებოდა.კაფეში შეჭრილმა ვან გოგმა,რომელსაც აშკარად ეტყობოდა სულიერი აშლილობის ნიშნები,გოგენს თავში ჭიქა ესროლა,თუმცა ფრანგმა მხატვარმა მასპინძლის მიერ თავში ნასროლი ჭიქა სასწაულებრივად აიცილა.ამ არასასიამოვნო ინციდეტიდან მეორე დღესვე ვან გოგმა ბოდიში მოუხადა გოგენს და შეევედრა არლიდან არ წასულიყო.მიუხედავად ამისა,ფრანგმა ფერმწერმა არად ჩააგდო მისი თხოვნა და მტკიცედ გადაწყვიტა ქალაქის დატოვება.მას შემდეგ,რაც ვან გოგი დარწმუნდა,რომ გოგენი მაინც აპირებდა არლის დატოვებას,ქუჩაში სასეირნოდ გასულს,სამართებლით,მოულოდნელად დაესხა თავს,მაგრამ პირველი შემთხვევის მსგავსად,ფრანგმა მხატვარმა ამ შემთხვევაშიც მოახერხა ხიფათის თავიდან აცილება.შედეგად,მან იმავე საღამოს დატოვა ვან გოგის ბინა და სასტუმროში გადაბარგდა.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ სწორედ იმ საღამოს მოიჭრა ყურის ბიბილო ფსიქიკური შეტევის პროცესში მყოფმა გენიალურმა ნიდერლანდელმა.ასე რომ,ვან გოგისა და პოლ გოგენის  ერთად მოღვაწეობამ მათი შეხედულებების პრინციპული სხვაობა უფრო გამოამჟღავნა,ვიდრე შემოქმედებითი თანხმობა და ერთიანი მიზანდასახულობა. – (ავტორი გენია.ჯი)

პოლ გოგენი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>