„რა? სად? როდის?” – (ეპიზოდი)
საბჭოთა პერიოდში,რუსი რეჟისორისა და თეატრალური მხატვრის – ვლადიმერ ვოროშილოვის (1930-2001 წლები) მიერ შექმნილ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ინტელექტუალურ თამაშში – „რა? სად? როდის?”,რომელიც თავის მხრივ,სატელევიზიო ეთერში 1975 წლის 4 სექტემბერს იქნა პირველად გაშვებული,გამარჯვებულებს ჯილდოს სახით ფულადი პრიზები არ გადაეცემოდათ,რადგან ფულზე თამაში საბჭოეთში ერთობ მიუღებელ ცნებად იყო მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი) ფულადი პრიზების ნაცვლად გამარჯვებულებს ჯილდოს სახით – წიგნები გადაეცემოდათ.ამ შესანიშნავ ინტელექტუალურ თამაშში ფულადი პრიზების გაცემა დაწყებული იქნა 1991 წლიდან.გარდა ამისა, 1982 წლამდე ასევე აუცილებელი არ იყო ექვსი სწორი პასუხის გაცემაც,რადგან თამაშის ხანგრძლივობა განისაზღვრებოდა არა პასუხების რაოდენობით,არამედ სატელევიზიო ეთერის დროის მიხედვით. – (ავტორი გენია.ჯი)