კარლ მარქსი – „ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე პრუსიელ იურისტს – ჰაინრიხ მარქსსა და მის მეუღლეს – გენრიეტას,თანაცხოვრებაში შვიდი შვილი შეეძინათ.მათ შორის ერთ-ერთი მათგანი გახლდათ საყოველთაოდ ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი და თანამედროვე მარქსიზმის ფუძემდებელი – კარლ მარქსი (1818-1883 წლები). (ავტორი გენია.ჯი) მარქსის ექვსი დედმამიშვილის ბედი ტრაგიკულად წარიმართა: ოთხი მათგანი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა,ხოლო დანარჩენმა ორმა კი ახალგაზრდულ წლებშივე დაასრულეს სიცოცხლე სუიციდით.შესაბამისად,ლუთერანული ეკლესიის წევრის – ჰაინრიხ მარქსის შვიდი შვილიდან ერთადერთი,რომელმაც ხანდაზმულ ასაკს უწია, – კარლ მარქსი გახლდათ. – (ავტორი გენია.ჯი)