ბორნეოზე დამკვიდრებული უჩვეულო საქორწინო პრაქტიკა
მალაის არქიპელაგის ცენტრში განთავსებულ მსოფლიოში სიდიდით მესამე კუნძულზე – ბორნეოზე (იგივე – კალიმანტანზე) მაცხოვრებელ ადგილობრივ ხალხში ერთი ფრიად უჩვეულო საქორწინო პრაქტიკაა დამკვიდრებული. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ,ახლადშეუღლებულ წყვილს სამი დღის განმავლობაში ეკრძალებათ საპირფარეშოში გასვლა.ადგილობრივთა წარმოდგენის თანახმად,თუკი ახლადშეუღლებული წყვილიდან ერთ-ერთი მაინც ვერ შეიკავებს თავს და დაარღვევს დადგენილ წესს,ქორწინება – არამყარი,ხოლო ქალი – უნაყოფო იქნება.იმისათვის,რომ წყვილს ამოცანა შეუმსუბუქონ,სამი დღის განმავლობაში მათ ფაქტობრივად,არც საკვებს და არც წყალს არ აწვდიან. – (ავტორი გენია.ჯი)