რაბინდრანათ თაგორი – „რატომ გადავწვიტე ვეგეტარიულ დიეტაზე გადასვლა?”
„ჩვენ ხორცს იმიტომ ვჭამთ,რომ არ ვფიქრობთ,რა სასტიკ ცოდვას ჩავდივართ.არსებობს ბევრი ცოდვა თვითონ ადამიანისაგან გამოგონილი და შექმნილი.მათი არსი დადგენილი ჩვევების,ადათებისა და ტრადიციების გადახვევაში მდგომარეობს.მაგრამ სისასტიკე სხვა რამეა.სისასტიკე ძირითადი ცოდვაა და იგი არ საჭიროებს არც დამტკიცებასა და არც დიდ განმარტებას.
თუ არ დავუშვებთ,რომ გული საბოლოოდ გაგვიქვავდეს,სისასტიკის დასათრგუნად მისი პროტესტის ხმა ცხადად მოგვესმება.მიუხედავად ამისა,ჩვენ ყველანი ისე მხიარულად და ადვილად ჩავდივართ სისასტიკეს,რომ ავადმყოფურ მიდრეკილებად მიგვაჩნია,როცა ვინმეს არა სურს შემოგვიერთდეს ამ საქმეში.
რა ხელოვნურია ცოდვის ჩვენეული გაგება! მე ვიცი,რომ უზენაესი იმპერატივი – ყველა მგრძნობელი არსებისადმი სიმპათიის აღთქმაა.სიყვარული ყველა რელიგიის საფუძველია.გუშინ თუ გუშინწინ ერთ ინგლისურ გაზეთში წავიკითხე,რომ რომელიღაც საარმიო ინტენდანტში,აფრიკაში,გააგზავნეს 50 000 გირვანქა დაკლული საქონელი,მაგრამ გზაში ხორცი გაფუჭებოდათ და პორტსმუთში აუქციონიდან შემთხვევით რამდენიმე გირვანქა სტერლინგად გაეყიდათ.სიცოცხლის რა აღმაშფოთებელი გაპარტახებაა! რა გულსასტიკობა დასჭირდა ამას! რამდენი ცოცხალი არსებაა მსხვერპლად მიტანილი სადილის განსაკუთრებული კერძისათვის,რომელთა დიდი ნაწილის მიმართ სავსებით გულგრილია მომხმარებელი.
როცა შეგნებული არა გვაქვს ჩვენი სისასტიკე,შეიძლება კიდევ გვეპატიოს.მაგრამ როცა სიბრალულის გრძნობა აღგვეძრება და გულში ჩავიხშობთ მას მხოლოდ იმის გამო,რომ არ მოვინდომებთ სიცოცხლის მტაცებლურ განადგურებაში სხვებს ჩამოვრჩეთ,ჩვენ შეურაცხვყოფთ ყველაფერს ჩვენში საუკეთესოს”. – (ავტორი გენია.ჯი)