„მულაკარამი”

სამხრეთ-დასავლეთ ინდოეთში არსებულ ისტორიულ ოლქში – ტრავანკორის სამთავროში, XIX საუკუნის დასაწყისში შემოღებული იქნა ერთი მეტად უჩვეულო კანონი. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული კანონის სახელწოდება გახლდათ - „მულაკარამი”. „მულაკარამის” თანახმად,იმ შემთხვევაში,თუ დაბალი სოციალური სტატუსის მქონე მანდილოსანი მკერდის დაფარვას აზღუდით ან სხვა რაიმე საშუალებით შეეცდებოდა,მაშინ მას განსაზღვრული თანხა უნდა გადაეხადა ტრავანკორის სამთავროს ბიუჯეტში.ასეთი კანონი არა მხოლოდ ავსებდა სამთავროს ბიუჯეტს,არამედ იგი საშუალებას აძლევდა მდიდარ,გავლენიან და უმაღლესი კასტის მქონე ინდოელ მამაკაცებს სრულად დამტკბარიყვნენ ღარიბ-ღატაკი ინდოელი მანდილოსნების შიშველი მკერდის ცქერით.

ცნობილია,რომ 1803 წელს,გლეხმა ქალმა,სახელად – ნანგელიმ უარი განაცხადა „მულაკარამად” წოდებული კანონის აღსრულებაზე, და, როდესაც მასთან სახლში გადასახადების ამკრეფი მივიდა,ქალმა პროტესტის ნიშნად წარმოუდგენელი ქმედება ჩაიდინა: მან მკერდი მოიჭრა და ფულის ნაცვლად იგი გაუწოდა გადასახადების გაოგნებულ ამკრეფს,რომელიც ნანახმა იმდენად შეაშინა,რომ სირბილით გაეცალა ნანგელის სახლს.ცნობილია ისიც,რომ ნანგელი სისხლიდან დაიცალა და გარდაიცვალა.მისმა მეუღლემ კი დამკრძალავი კრემაციის დროს ნანგელისთან ერთად დაიწვა თავი კოცონზე.ამ ისტორიამ იმდენად ძლიერი გავლენა იქონია საზოგადოებაზე,რომ ტრავანკორის სამთავროს ხელისუფლება იძულებული გახდა „მულოკარამი” გაეუქმებინა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>